გამოცდების გარეშე ჩარიცხვის წესი

უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება და უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიღებისა და ჩარიცხვის წესი

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში სწავლის მსურველი აბიტურიენტები/სტუდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მოპოვების მსურველმა  აბიტურიენტებმა/სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართოს შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიას რექტორს პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე წერილობითი თანხმობის გაცემის მოთხოვნით. შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიას  რექტორის წერილობითი თანხმობა პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე – სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, ენის ცოდნის შეფასების მიზნით ჩატარებულ  ტესტირებაში დადებითი შეფასების მიღების შემდეგ, გაიცემა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე.

აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
  • საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ / სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
  • საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/სტუდენტების კანდიდატების მიღების წინაპირობები:

  • ვაკანტური ადგილის არსებობის შემთხვევაში აბიტურიენტი/სტუდენტი აბარებს გამოცდას ტესტირების სახით შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სწავლების ენაში.
  • ენის/ენების გამოცდიდან თავისუფლდება აბიტურიენტი/სტუდენტი, რომელიც წარმოადგენს ენის ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს ან/და უცხოეთში/საქართველოში საბაზო/სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს/უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.
  • ენა/ენების ფლობის შემოწმების მიზნით ტესტირება ტარდება წერილობითი სახით.

ტესტირების ჩატარების ვადები და პროცედურა

  • ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირება ტარდება უს ჯორჯიაში მიღების შესაძლებლობის თაობაზე წერილობითი თანხმობის გაცემამდე. ტესტირების ჩატარების ვადები და პროცედურა განისაზღვრება შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას რექტორის ბრძანებით შექმნილი საგამოცდო კომისიის მიერ.
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის ქართული ენის ტესტების მომზადებას და ნაშრომების გასწორებას ახორციელებს შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას რექტორის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი საგამოცდო კომისია, რომელიც პასუხისმგებელია ტესტის სისწორესა და გამოცდის შეფასებათა სიზუსტეზე. იმ პირთათვის, რომელიც წარმოადგენს ენის/ენების ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს ან/და უცხოეთში/საქართველოში საბაზო/სრული, ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს/უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, ენის/ენების გამოცდიდან განთავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებს შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას რექტორის ბრძანებით შექმნილის შესაბამისი საგამოცდო კომისია.
  • გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას რექტორის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი საგამოცდო კომისია.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით განსახორციელებელი მოქმედებები:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში სწავლის მსურველი აბიტურიენტები/სტუდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მოპოვების მსურველმა აბიტურიენტებმა/სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართოს შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიას რექტორს პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე წერილობითი თანხმობის გაცემის მოთხოვნით. შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიას რექტორის წერილობითი თანხმობა პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე – სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, ენის ცოდნის შეფასების მიზნით ჩატარებულ ტესტირებაში დადებითი შეფასების მიღების შემდეგ, გაიცემა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე.
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტის/სტუდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა) განცხადება რექტორის სახელზე (საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით);

ბ) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი არსებობის შემთხვევაში ნიშნების ფურცელით (აპოსტილით დამოწმებული). საბაკალავრო პროგრამის მე-2, მე-3, მე-4 წელს გადმოსვლის შემთხვევებში – ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ნიშნების ფურცლით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანება და სასწავლო ბარათი (აპოსტილით დამოწმებული ასლი);

დ) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული შეფასებების და კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ნიშნების ფურცელით (აპოსტილით დამოწმებული) პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ე) მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი;

ვ) 4 ფოტოსურათი 3X4 (ელექტრო ვერსია);

ზ) პასპორტის ასლი (ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);

უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მოპოვების შედეგები

შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გამოიცემა რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/სტუდენტების ჩარიცხვის თაობაზე, რის საფუძველზეც მხარეებს შორის ფორმდება მომსახურების ხელშეკრულება.

შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიას რექტორის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტის/სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ ბრძანება გამოიცემა ერთი წლის ვადაში ისე რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კამომდებლობით დადგენილი წესით.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემის შემდეგ, სტუდენტთა პირადი საქმეების გათვალისწინებით საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ინფორმაციის ასახვას უზრუნველყოფს შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/სტუდენტების ჩარიცხვასთან დაკავშირებულ პროცედურებს უზრუნველყოფს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიას უცხოელ სტუდენთა მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი, რომლის ფუნქციებს ამ წესის შესაბამისად შეიმუშავებს უს ჯორჯიას ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი და დასამტკიცებლად წარუდგენს უს ჯორჯიას რექტორს.