ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები

უს ჯორჯიას  ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება აქვთ სტუდენტებს, უს ჯორჯიას თანამშრომლებს, აკადემიურ პერსონალს, უს ჯორჯიას  მოწვეულ პირებსა, ადმინისტრაციას და ასევე სხვა სტუმრებს.

უს ჯორჯიას ბიბლიოთეკით სარგებლობა შესაძლებელია გაწევრიანების შემდეგ;

ბიბლიოთეკაში გაწევრიანებისთვის მკითხველი ვალდებულია გაეცნოს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს;

ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს ელექტრონული კატალოგი, რომელშიც  საჭირო წიგნის მოძიების შემდეგ მომხმარებელი ავსებს მოთხოვნის ბარათს, რის საფუძველზეც ხდება წიგნის გაცემა;


წიგნების გატანა და დაბრუნება

 წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ თითო ეგზემპლარი, გამონაკლისის გარეშე, ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა. ასეთი წიგნებით სტუდენტს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს მხოლოდ სამკითხველო დარბაზში, ან  გადაიღოს ასლი;
სტუდენტს შეუძლია ბიბლიოთეკიდან გაიტანოს წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკაში მოიპოვება რამდენიმე ეგზემპლარის სახით. უპირატესად გაიცემა დაქსეროქსებული ეგზემპლარი, თუკი ასეთი არსებობს;
ბიბლიოთეკიდან წიგნი გაიცემა ათი დღის ვადით;
გატანილი მასალის, ან წიგნის დაბრუნების ვადის დადგომისთანავე (ათი დღის გასვლა), მკითხველი ვალდებულია წიგნი დაუბრუნოს ბიბლიოთეკას. თუ მკითხველს წიგნი კვლავაც სჭირდება, მას შეუძლია ის ხელახლა გაიტანოს (ისევ ათი დღის ვადით), იმ შემთხვევაში, თუკი წიგნზე არ შემოსულა სხვა განაცხადი.

ბიბლიოთეკაში სასტიკად აკრძალულია:

– მოწევა;
ხმაური და საუბარი;
მობილური ტელეფონების გამოყენება;
– წიგნის არასწორად დადება, მისი დამალვის, ანუ სხვა სტუდენტისათვის წიგნის გამოყენების ხელისშეშლის მიზნით;
წიგნის ან სასწავლო მასალების ქურდობა, დაზიანება, დაფხაჭნა, ფურცლების ამოგლეჯა.

 

ბიბლიოთეკის მუშაობის განრიგი:
ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე, კვირის გარდა.
ორშაბათი-შაბათი: 09:00 საათიდან – 19:00 საათამდე

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები