ბიბლიოთეკის ისტორია

უმაღლესი  სასწავლებელი  ჯორჯიას  ბიბლიოთეკის ჩამოყალიბების ისტორია უმაღლესი სასწავლებლის დაარსების დღიდან იღებს სათავეს.  აღსანიშნავია, რომ უმაღლესი სასწავლებლის ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება დაიწყო  1991 წლიდან. იგი დასაბამიდანვე მდიდარი იყო როგორც წიგნადი ფონდით, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელსაც უმაღლესი სასწავლებელი ფლობდა ამ წლებში. რექტორატმა დიდი მუშაობა გასწია ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შესაქმნელად და გასამდიდრებლად. ამის შემდგომ ბიბლიოთეკა სისტემატიურად მდიდრდება ახალი სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურით, ივსება როგორც შეძენილი ლიტერატურით, ასევე ნაჩუქარი წიგნებითა და შემოწირულობებით. მის ფონდში დაცულია პერიოდული გამოცემები, კლასიკოსთა ნაწარმოებები და სხვა ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე.

წიგნადი ფონდი

უმაღლესი სასწავლებლის ბიბლიოთეკის ფონდი  მოიცავს როგორც ბეჭდურ, ისე ელექტრონულ მატარებელზე არსებულ ერთეულებს, პერიოდულ გამოცემებს, სასწავლო მიზნებისათვის განკუთვნილ აუდიო ჩანაწერებს და დისკებს. სასწავლო  უმაღლესი სასწავლებლის ვებგვერდზე განთავსებულია ლიტერატურის ელექტრონული საძიებელი, ასევე შესაძლებელია საერთაშორისო ელექრონული რესურსებით სარგებლობა. ბიბლიოთეკის ფონდში არსებული ლიტერატურა  შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსის სილაბუსებში მითითებულ ლიტერატურას. უმაღლეს სასწავლებელში არსებობს  საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამის პერიოდიკაზე გაფორმებული ხელშეკრულებები.