ესეების კონკურსი საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის

ესეების კონკურსი საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უს ჯორჯია აცხადებს ესეების კონკურსს საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის თემაზე „ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოში“.

კონკურსის მიზანია ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხში მოზარდების ჩართვა და აღნიშნული თემის პოპულარიზაცია.

ძირითადი მოთხოვნები:
– კონკურსის მონაწილე უნდა იყოს თბილისის საშუალო სკოლის X-XI-XII კლასის მოსწავლე;
– მონაწილემ თავფურცელზე უნდა მიუთითოს (სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი);
– ესსეს მოცულობა – 3-დან 5 გვერდამდე;
– ტექსტი შესრულებული უნდა იყოს Sylfaen-ში, ფონტის ზომა-12, სქოლიოს ზომა-10, სტრიქონებს შორის დაშორება- 1.5;
– გამოყენებული წყაროები უნდა მიუთითოთ ნაშრომის ბოლო გვერდზე;
– ესსე უნდა გამოგვიგზავნო ელ.ფოსტაზე
info@usgeorgia.edu.ge

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან პრიზებით. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

ესსეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 25 მაისი. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 1 ივნისს.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე info@usgeorgia.edu.ge

Leave a comment