უწყვეტი განათლება

 

შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა დახმარებისა
და კარიერული განვითარების ცენტრის 
დებულება

მუხლი 1. დებულების მოქმედების სფერო
1.1. შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას  (შემდგომში უს ჯორჯია)  სტუდენტთა/კურსდამთავრებულთა დახმარებისა და კარიერული განვითარების ცენტრი (შემდგომში ცენტრი) წარმოადგენს დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს.

1.2. ცენტრი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, უს ჯორჯიას დებულებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 2. ცენტრის მიზნები და ფუნქციები
2.1. ცენტრის მიზანია უს ჯორჯიას სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული ზრდის ხელშეწყობა, დასაქმებისთვის აუცილებელი ზოგადი უნარჩვევების განვითარება, რაც დაეხმარება ახალგაზრდებს შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრებაში და  შესაბამისად, პროფესიულ, სოციალურ და ეკონომიკურ რეალიზაციაში.

2.2. ცენტრის ფუნქციებია:
ა) სტუდენტების/კურსდამთავრებულების ხელშეწყობა და საქმებისათვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებაში (მათი დახმარება სამუშაოს მიზნისა და მოლოდინების სწორად დასახვაში, მათთვის ინტერვიუს უნარების განვითარება და სამუშაოს ძიების სტრატეგიების გაცნობა, რეზიუმეს შედგენა-მოდიფიკაციის სწავლება, დამსაქმებელთან გასაუბრებისათვის მომზადება და სხვ.);

ბ) სტუდენტების/კურსდამთავრებულების ინფორმირება შრომის ბაზრის დინამიკასა და პერსპექტივებზე. მათთვის კონსულტაციების გაწევა შრომის ბაზრის მიმდინარე თუ სამომავლო მოთხოვნებთან დაკავშირებით;

გ) დასაქმებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით სტუდენტებისთვის/კურსდამთავრებულებისთვის რეგულარული ტრენინგების შეთავაზება;

დ) სტუდენტების/კურსდამთავრებულების დახმარება პროფესიულ ორიენტაციასა და თვითგამორკვევაში, პრიორიტეტების განსაზღვრაში და საკუთარი განათლებისა და კარიერის სწორად წარმართვაში;

ე) სტუდენტების/კურსდამთავრებულების დახმარება დამსაქმებლებთან ურთიერთობაში და ამ მიზნით კონკრეტული თემატური ღონისძიებების და გეგმვა და განხორციელება;

ვ) დამსაქმებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის, სასწავლო პროცესთან დამსაქმებელთა მეტად დაახლოებისა და სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფის მიზნით;

ზ) დასაქმების ინტერნეტ საიტებზე არსებული ვაკანსიების რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზი შრომის ბაზრის დინამიკასა და ტენდენციებზე დაკვირვების ადააქტიური დამსაქმებლების გამოვლენის მიზნით;

თ) შრომის ბაზრისა და დასაქმების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა;

ი) შრომის ბაზრის შესწავლა: როგორცს ტუდენტების, ასევე დამსაქმებლების პერიოდული გამოკითხვა ადამიანურ რესურსებზე მოთხოვნა-მიწოდებაზე დაკვირვების მიზნით;

კ) დასაქმებასთან დაკავშირებულ თემებზე კვლევების წახალისება და ამ მიმართულებით სტუდენტების/კურსდამთავრებულების დაინტერესება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა.

2.3. რეგულარული ტრენინგები ჩატარდება ცენტრის შიდა რესურსით.  ცენტრმა სფეციფიკური ტრენინგების ჩასატარებლად შესაძლებელია, პერიოდულად მოიწვიოს ექსპერტები სხვადასხვა ორგანიზაციიდან.

2.4. ტრენინგებზე სტუდენტების/კურსდამთავრებულების რეგისტრაცია განხორციელდება შესაბამის ფაკულტეტებზე.

2.5. ცენტრი პერიოდულად მოაწყობს შეხვედრებს კონკრეტულ დამსაქმებლებთან. სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა (ელ.ფოსტის ან ვებ-გვერდის საშუალებით) დაასახელონ მათთვის საინტერესო დამსაქმებლები და ცენტრი დაგეგმავს შეხვედრებს უს ჯორჯიაში ამ კომპანიების ხელმძღვანელებთან.

2.6. დამსაქმებლებთან ერთად ცენტრი პერიოდულად მოაწყობს სხვადასხვა წამახალისებელ თუ საინფორმაციო ღონისძიებებს, შეხვედრებს, სემინარებს,  სტუდენტთა და დამსაქმებელთა დაახლოებისა და მათ შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობის მიზნით.

2.7. ცენტრი საგანგებო ყურადღებას დაუთმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების/კურსდამთავრებულების, ასევე სხვა მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი, დევნილი ოჯახები და სხვა) დასაქმების ხელშეწყობას.

2.8. ცენტრი ცალკე აღრიცხავს 2.7. პუნქტში მითითებულ სტუდენტებს/კურსდამთავდებულებს და მათთვის შეიმუშავებს პერსონალიზებულ მიდგომებს დამსაქმებელთან ინდივიდუალური მუშაობის გზით.

2.9. ცენტრი ყოველწლიურად მოამზადებს ანგარიშს სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც დეტალურად წარმოაჩენს ცენტრის საქმიანობის შედეგებს, ასახავს დატრენინგებული, დასაქმებული და/ან სტაჟირებაზე გადამისამართებული სტუდენტების/კურსდამთავრებულების რაოდენობას.

2.10. ანგარიშში ცალკე აისახება გენდერული სტატისტიკა, ასევე ცალკეული ჯგუფების (სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული და სხვა) სტატისტიკა.

მუხლი 3. ცენტრის სტრუქტურა
3.1. ცენტრს მართავს ცენტრის ხელმძღვანელი.

3.2. ცენტრის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.

3.3. ცენტრის ხელმძღვანელის დროებით არყოფნის (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა, დროებით- 2 დღეზე მეტი ვადით არ ყოფნა), აგრეთვე ცენტრის ხელმძღვანელის დავალების შემთხვევაში, მის მოვალეობას დროებით ასრულებს უს ჯორჯიას სხვა თანამშრომელი რექტორის დავალებით.

მუხლი 4. ცენტრის ხელმძღვანელი
4.1. ცენტრის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს:

ა) ცენტრის წლიური სამუშაო გეგმის შედგენას. წლის მანძილზე ჩასატარებელი ღონისძიებების კალენდრის შედგენას და ცენტრის მუშაობის კოორდინირებას;

ბ) ცენტრის მუშაობის პრიორიტეტების დასახვას და მათ განსახორციელებლად კონკრეტული საქმიანობებისა და ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას;

გ)  რეგულარული ტრენინგების გეგმის შედგენას, რომლებიც ცენტრმა წლის მანძილზე უნდა შესთავაზოს სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს;

დ) კონსულტაციების გაწევას სტუდენტებისთვის/კურსდამთავრებულებისთვის პროფესიული ორიენტაციისა და დასაქმების საკითხებზე, მათ სწორ პოზიციაზე განთავსებას მათივე კარიერული მიზნების გათვალისწინებით;

ე) დამსაქმებელთა ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას, ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და ადამიანური რესურსების მენეჯერების დეტალური საკონტაქტო ინფორმაციით;

ვ) დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინირებას, რეგულარული კონტაქტების დამყარებას დამსაქმებლებთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით;

ზ) სტუდენტების/კურსდამთავრებულთა მონაცემთა გადაგზავნას კონკრეტულ ვაკანსიებზე, ასევე მათთვის სტაჟირებისა თუ დასაქმების სხვა შესაძლებლობების მოძიებას;

თ) შრომის ბაზრის დინამიკის რეგულარულ ანალიზს, არსებული  ვაკასიების მონიტორინგს;

ი) დამსაქმებლებთან ურთიერთობაში სტუდენტების/კურსდამთავრებულების დახმარებასა და ხელშეწყობას;

კ) დამსაქმებლებთან მიზნობრივი შეხვედრების მოწყობას;

ლ) ახალი პროექტების, იდეების შემუშავებას და განხორციელებას, დონორებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მოძიებას;

მ) ეფექტური და ოპერატიული კომუნიკაციის უზრუნველყოფას როგორც უს ჯორჯიას სტრუქტურებთან და სტუდენტებთან/კურსდამთავრებულებთან, ასევე პარტნიორ ორგანიზაციებთან;

ნ) ფაკულტეტების დეკანებისთვის ინფორმაციის გაზიარებას და  მათთან თანამშრომლობას მოსაზრებების, რეკომენდაციების გაზიარების, გათვალისწინების მიზნით.

მუხლი 5.  ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.