მობილობა

მობილობა ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში სტუდენტის გადასვლის პროცესია.

სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

მობილობა ხორციელდება წელიწადში ორჯერ – შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების ბოლოს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში.

თუ გსურთ უს ჯორჯიაში სწავლის გაგრძელება, უნდა დარეგისტრირდეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე და კანონით დადგენილი წესით მოიპოვოთ ჩვენთან მობილობის უფლება;

მას შემდეგ რაც, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მოიპოვებთ უს ჯორჯიაში მობილობის უფლებას, უნდა გაიაროთ შიდა რეგისტრაცია. შიდა რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალსა და ვადებზე ინფორმაცია იხილეთ აქ.

მობილობა (დეტალურად)