სიახლეები

პრორექტორის სამუშაო შეხვედრა პერსონალთან

25 იანვარს უს ჯორჯიაში პრორექტორის მ. კობალავას ხელმძღვანელობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თანამშრომლებთან. განხილულ იქნა საორგანიზაციო საქმეები, სასწავლო პროცესის, სამეცნერო საქმიანობის ტაქტიკური ასპექტები და სამომავლო განვითარების პერსპექტივები, რომლებიც პასუხობენ უს ჯორჯიას წინაშე დაყენებულ მოთხოვნებს. კერძოდ, გადაწყდა მუშაობის დაწყება ახალი სასწავლო პროგრამის შესაქმნელად, დაანონსდა ბიზნეს-ლაბორატორიის და ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის დაარსება და, აგრეთვე, შეთანხმდა სხვადასხვა მიმდინარე საკითხები.

Leave a comment