სიახლეები

0
ბიზნეს ლაბორატორიის პრეზენტაცია

11 თებერვალს 12 სთ-ზე (სართ. 1, ოთ. #4) უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში გაიმართა ბიზნეს ლაბორატორიის პრეზენტაცია / გახსნა. სივრცე, სადაც უს ჯორჯიას აკადემიურ/მოწვეულ პროფესორებს შესაძლებლობა ექნებათ სტუდენტებთან ერთად განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები და პროფესიონალიზმი.              

2.7
სამუშაო შეხვედრა უს ჯორჯიაში მოწვეულ სტუმრებთან

2019 წლის 4 თებერვალს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიის ბიბლიოთეკაში შედგა ადმინისტრაციული პერსონალისა და პროფ. ნინო აბესაძის სამუშაო შეხვედრა. განხილულ იქნა სამუშაო პროცესის მიმდინარე პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. შეხვედრამ აზრთა გაცვლის, გამოცდილების ურთიერთგაზიარების ვითარებაში ჩაიარა და უაღრესად საჭირო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.   

51393326_342525603008807_1559917514723426304_n
უს ჯორჯიას სტუდენტები პროექტ “იცნობდე თბილის”-ის ფარგლებში დაესწრნენ ღონისძიებას თბილისის საკრებულოში

2019 წლის 2 თებერვალს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას სტუდენტები პროექტ “იცნობდე თბილისს”-ის ფარგლებში დაესწრნენ ღონისძიებას თბილისის საკრებულოში. სტუდენტებმა მოისმინეს საინტერესო ისტორიული ექსკურსი თემაზე “თბილისი მოდერნიზმიდან წითელ ტერორამდე”.         

20
ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსის ნ. ბოჭორიშვილის შეხვედრა აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან

2019 წლის 20 თებერვალს 12:00 უს ჯორჯიას ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი ნინო ბოჭორიშვილი აწყობს შეხვედრას აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან თემაზე “ხარისხის კულტურის” განვითარების ვალდებულების მნიშვნელობისა და შედეგების შესახებ.

50777239_322790135004000_6133706661581291520_n
პრორექტორის სამუშაო შეხვედრა პერსონალთან

25 იანვარს უს ჯორჯიაში პრორექტორის მ. კობალავას ხელმძღვანელობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თანამშრომლებთან. განხილულ იქნა საორგანიზაციო საქმეები, სასწავლო პროცესის, სამეცნერო საქმიანობის ტაქტიკური ასპექტები და სამომავლო განვითარების პერსპექტივები, რომლებიც პასუხობენ უს ჯორჯიას წინაშე დაყენებულ მოთხოვნებს. კერძოდ, გადაწყდა მუშაობის დაწყება ახალი სასწავლო პროგრამის შესაქმნელად, დაანონსდა ბიზნეს-ლაბორატორიის და ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის დაარსება და, აგრეთვე, შეთანხმდა სხვადასხვა მიმდინარე საკითხები.

13
ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსის ნ. ბოჭორიშვილის შეხვედრა სტუდენტებთან

2019 წლის 13 თებერვალს 12:00 უს ჯორჯიას ხარისხის  უზრუნველყოფისა  და  სტრატეგიული  განვითარების  სამსახური  ნინო ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით აწყობს დისკუსიას თემაზე “ხარისხის  კულტურის”  განვითარების ვალდებულების  მნიშვნელობისა  და  შედეგების  შესახებ.

5
შეხვედრა პროფ. ნინო აბესაძესთან

სამეცნიერო საქმიანობის ხარისხისა და პერსონალის სამეცნიერო პროდუქტიულობის ასამაღლებლად 2019 წლის 4 თებერვალს 12:00 გაიმართება შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან ნინო აბესაძესთან. ორგანიზატორი: უს ჯორჯიას ადმინისტრაციამოდერატორი/ხელმძღვანელი: პროფ. ნ. აბესაძეჩატარების ადგილი: აუდიტორია N4.  

vacancy
შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში ცხადდება კონკურსი პროფესორის, ასოცირებული  პროფესორის და ასისტენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. კონკურსი ცხადდება შემდეგ აკადემიურ თანამდებობეზე: მიმართულება – ბიზნესის ადმინისტრირება დარგი/სპეციალობა  – ფინანსები პროფესორი – 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული ასისტენტი – 1 საშტატო ერთეული დარგი/სპეციალობა  – მენეჯმენტი ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული დარგი/სპეციალობა  – საბუღალტრო აღრიცხვა […]

vacancy
შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია აცხადებს კონკურსს მოწვეული სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად

კონკურსი ცხადდება  შემდეგ  სპეციალობებზე: მიმართულება – ბიზნესის ადმინისტრირება დარგი/სპეციალობა  – მარკეტინგი მოწვეული სპეციალისტი – 1 საშტატო ერთეული დარგი/სპეციალობა  – ფინანსები მოწვეული სპეციალისტი – 3 საშტატო ერთეული დარგი/სპეციალობა  – მენეჯმენტი მოწვეული სპეციალისტი – 1 საშტატო ერთეული დარგი/სპეციალობა  – საბუღალტრო აღრიცხვა მოწვეული სპეციალისტი – 1 საშტატო ერთეული დარგი/სპეციალობა  – აუდიტი მოწვეული სპეციალისტი – 1 საშტატო ერთეული მიმართულება […]