აკადემიური მოთხოვნები

სტუდენტისათვის წაყენებული აკადემიური მოთხოვნები

სტუდენტი კრედიტის მისანიჭებლად  ვალდებულია გადალახოს  სასწავლო კურსის სილაბუსით შეფასების თითოეულ ფორმაში/კომპონენტში  დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

ა) საგანამანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კომპონენტში  – სასწავლო კურსის შეფასების თითოეულ ფორმაში დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს ამ წესით დადგენილ შემდეგ ოდენობებს:

  • პრაქტიკული მეცადინეობების/აქტივობების 40 ქულიდან სტუდენტი ვალდებულია დააგროვოს 20 ქულა;
  • შუალედური გამოცდის 20 ქულიდან დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 11 ქულას;
  • დასკვნითი გამოცდის 40 ქულის მინიმალურ სავალდებულო კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 20 ქულას.

ბ) საგანამანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კომპონენტში  – პრაქტიკის  შეფასების თითოეულ ფორმაში დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს ამ წესით დადგენილ შემდეგ ოდენობებს:

  • შუალედური შეფასების/პრაქტიკული აქტივობების 60 ქულიდან დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 30 ქულას;
  • დასკვნითი შეფასება/პრაქტიკის დაცვის 40 ქულის მინიმალური სავალდებულო კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 21 ქულას.

გ) საგანამანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კომპონენტში – საბაკალავრო ნაშრომის  შეფასების თითოეულ ფორმაში დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს ამ წესით დადგენილ შემდეგ ოდენობებს:

  • შუალედური შეფასების 60 ქულიდან დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 30 ქულას;
  • დასკვნითი შეფასება/საბაკალავრო ნაშრომის დაცვის 40 ქულის მინიმალური სავალდებულო კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 21 ქულას.

თუ სტუდენტი ვერ გადალახავს შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიაში დამტკიცებული სასწავლო კურსით განსაზღვრულ  შეფასების თითოეულ ფორმაში/კომპონენტში დადგენილ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს, ის მოიხსნება სასწავლო კურსიდან და გაუფორმდება შეფასება “F”, რაც ითვალისწინებს აღნიშნული სასწავლო კურსის განმეორებით შესწავლას.

დასკვნითი გამოცდა ტარდება სემესტრის ბოლოს, სასწავლო პროცესის აკადემიური კალენდრით  განსაზღვრულ ვადებში;

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელმაც გადალახა შუალედური შეფასების თითოეულ ფორმაში/კომპონენტში დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;

სასწავლო კურსის საბოლოო შეფასება “F”-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია განმეორებით შეისწავლოს სასწავლო კურსი. მას მხოლოდ აღნიშნულ სასწავლო კურსებში დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში შეუძლია წინაპირობების გათვალისწინებით მასზე ბმული სასწავლო კურსების გავლა. “F”-ით შეფასებული სტუდენტი  ერთი და იმავე საგნის განმეორებით შესწავლის რაოდენობაში არ არის შეზღუდული;

სასწავლო კურსის განმეორებით შესწავლის შემთხვევაში მიმდინარე სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასებად ჩაითვლება მისი ბოლო შედეგი;

FX შეფასების და/ან დასკვნით გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ასევე მიღებული შეფასების გაუმჯობესების მიზნით სტუდენტს ეძლევა გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება დამატებით  გამოცდაზე იმავე სემესტრში, დასკვნითი  გამოცდიდან არა ნაკლებ 5 დღეში;

დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის საბოლოო შეფასებად;

დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგამნანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება F შეფასება.