სიახლეები

შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში ცხადდება კონკურსი პროფესორის, ასოცირებული  პროფესორის და ასისტენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.

კონკურსი ცხადდება შემდეგ აკადემიურ თანამდებობეზე:

მიმართულება – ბიზნესის ადმინისტრირება

დარგი/სპეციალობა  – ფინანსები

პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული

ასისტენტი – 1 საშტატო ერთეული

დარგი/სპეციალობა  – მენეჯმენტი

ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული

დარგი/სპეციალობა  – საბუღალტრო აღრიცხვა

პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

დარგი/სპეციალობა  – აუდიტი

ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

კონკურსის ჩატარების  პირობები

პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.

კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება  ურთიერთშეთანხმებით.

ასისტენტი აირჩევა 4 წლის ვადით. პროფესორი და  ასოცირებული  პროფესორი აირჩევა 6 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დამტკიცებული ფორმით);

ბ) კონკურსატის ანკეტა (დამტკიცებული ფორმით);

გ)შესაბამისი აკადემიური  ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის  ასლები. ასევე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლები

დ) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები);

ე)  სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ბილო 10 წლის განმავლობაში, წლების მითითებით);

ვ)  ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით შესაბამისი სალექციო კურსის (კურსების) სილაბუსი (სილაბუსები);

ზ) ბოლო პუბლიკაციის/ნაშრომის/წიგნის/მონოგრაფიის ეგზემპლარები ან ასლები;

თ)  2 ფოტოსურათი ¾-ზე; ელექტრონული CD დისკზე;

ი) პირადობის მოწმობის ასლი;

კონკურსის ჩატარების  ვადა

კონკურსი ცხადდება 2019 წლის  21 იანვარს.

საბუთების მიღება იწარმოებს შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში 2019  წლის 22 თებერვლიდან 01 მარტის ჩათვლით, მისამართზე ქ.  თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. №46,  ტელ. 236-91-60. 

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით საბუთების გაცნობა/შესწავლა;

მეორე ეტაპი გასაუბრება/ლექცია;

კონკურსის შედეგები გამოცხადდება  2019 წლის  07 მარტს.

Leave a comment