შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე დამტკიცდა მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი:  საერთაშორისო ტურისტული ნაკადების კვლევა

პროექტში მონაწილეობენ უს ჯორჯიასთან აფილირებული, ასოცირებული პროფესორები,  უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და ასევე, პროექტის იმპლემენტაციას კონსულტირებას უწევს თსუ-ს ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი ნ. აბესაძე.

წარმოდგენილი მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი – „საერთაშორისო ტურისტული ნაკადების კვლევა (თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მაგალითზე)“, სრულად შეესაბამება უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ეკონომიკურ სფეროს, ტურიზმის რელევანტურობის განსაზღვრის მექანიზმების გამოვლენას მიმდინარე ეტაპზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტურიზმის მიმართ მეცნიერული კვლევის ინტერესი რეალურად გაზრდილია. შესაბამისად, გაჩნდა ახალი მოთხოვნები მომსახურების ამ  სეგმენტის საფუძვლიანი გამოკვლევის მიმართ. მიზნობრივ სამეცნიერო-კვლევით პროექტში  დეტალურადაა გაანალიზებული მოსალოდნელი შედეგები და პროექტის მდგრადობა. მანვე აღნიშნა, რომ კვლევითი პროექტი ხელს შეუწყობს ერთის მხრივ, სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის გაუმჯობესებას, სტუდენტთა და პერსონალის ჩართულობას სამეცნიერო–კვლევით საქმიანობაში, ხოლო მეორეს მხრივ, წარმოდგენილი მიზნობრივი კვლევა მეცნიერების შემდგომი დაგეგმარებისა და განვითარების პრერეკვიზიტია.

სესიები 29-30 აპრილს გაიმართება. პროექტის მონაწილეები განიხილავენ მისი დაწყების პირველ ეტაპს, დაგეგმავენ მიმდინარე ეტაპისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებს და შეთანხმდებიან საბოლოო შედეგების გამოწვევებსა და რისკ-ფაქტორების შესახებ. ამავდროულად, დეტალურად იქნება განხილული პროექტის ადმინისტრირებისა და მისი განხორციელების გზები.