უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია აცხადებს ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესარჩევ კონკურსს

უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია აცხადებს ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესარჩევ კონკურსს

უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების  კონკურსის  გამოცხადების შესახებ.

 

უს ჯორჯია აცხადებს ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების  კონკურსს.

საკონკურსო საბუთების მიღების ვადა განისაზღვროს 2019 წლის 11 მარტიდან 2019 წლის 15 მარტის ჩათვლით.

კონკურსის ჩატარების  ვადა:

კონკურსი ცხადდება 2019 წლის  11 მარტს

საბუთების მიღება იწარმოებს შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში

2019 წლის 11 მარტიდან – 15 მარტის ჩათვლით

შედეგები გამოცხადდება 2019 წლის 22 მარტს

 

კონკურსანტებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება (იხ. დანართი №1);

ბ) სამეცნიერო კვლევითი პროექტის აღწერილობა;

გ) კვლევითი პროექტის ხარჯთაღრიცხვა;

დ) პროექტში მონაწილეთა CV;

ე) პროექტში მონაწილე სტუდენტთა ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და სასწავლო ბარათი;

ვ) სტუდენტთა წერილობითი თანხმობა პროექტში მონაწილეობის შესახებ (იხ. დანართი №2).

 

საბუთების მიღება იწარმოებს  შპს  უმაღლეს  სასწავლებელ  ჯორჯიაში.

მის: ქ.თბილისი, ჯ. ნადირაძის 46, სართული მეორე, ოთახი 12

11:00 სთ-დან -17:00 სთ-მდე.

 

პასუხისმგებელი პირი:

გულნაზ მოსიაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია:

gmosiashvili@usgeorgia.edu.ge

ტელ.:577 427 276

 

უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია გისურვებთ წარმატებებს!