რექტორის მიმართვა 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით

რექტორის მიმართვა 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით

უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას თითოეულ სტუდენტს, ადმინისტრაციას და მთელს საუნივერსიტეტო საზოგადოებას, მინდა მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტის ცხოვრებაში თითოეული დღე ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწავლის დაწყება/განახლებისა და კურსდამთავრებულთა გაცილების დღე. როგორც მოგეხსენებათ, უს ჯორჯიამ ორიოდე თვის უკან გააცილა კურსდამთავრებულები, რომლებიც სამომავლოდ შრომის ბაზარზე თავიანთ მნიშვნელოვან ადგილს მოიპოვებენ განათლების სფეროში არსებული დიდი კონკურენციის მიუხედავად, რასაც ადასტურებს უს ჯორჯიას მიერ ჩატარებული კურსდამთავრებულთა კვლევის შედეგები.

უს ჯორჯიას ადმინისტრაცია მუდმივ რეჟიმში ზრუნავს მის საკუთრებაში არსებული მატერიალურ ტექნიკური ბაზის, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სრულყოფაზე, ასევე ყოველთვიურად აახლებს წიგნად ფონდს.

უს ჯორჯიას სრული ადამიანური რესურსი მობილიზებულია სტუდენტთა განვითარებაზე, სწავლის დონის ამაღლებაზე და მათი, როგორც კონკურენტუნარიანი ბაკალავრების მომზადებაზე, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი შრომითი ბაზრისათვის, რომლებსაც შეეძლებათ სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესის შექმნა და მართვა მუდმივად ცვალებად ციფრულ ეპოქაში.

გილოცავთ!!!

Contact Information: