შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია აცხადებს კონკურსს ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე

შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია აცხადებს კონკურსს ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე

საბუთების მიღება იწარმოებს შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში 2019 წ. 12 აგვისტოდან 2019 წლის 12 სექტემბრამდე.
მისამართი:  ქ.თბილისი ჯურხა ნადირაძის 46. ტელ 236 91 60.

სამუშაოს აღწერილობა:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია    სამსახურზე    დაკისრებული    ფუნქციებისა   და   ამოცანების  შესრულებაზე;
გ) ანაწილებს  ფუნქციებს  სამსახურის  თანამშრომლებს  შორის,  აძლევს  მათ  შესაბამის მითითებებს და დავალებებს;
დ) საკუთარი     კომპეტენციის     ფარგლებში  ანაწილებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის სახელით ამზადებს ანგარიშებს და  დასკვნებს;
ვ) უმაღლესი სასწავლებლის  რექტორს  წარუდგენს სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს;
ზ) შუამდგომლობს   სამსახურის   თანამშრომელთა   კვალიფიკაციის   ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
თ) წარმართავს უმაღლეს სასწავლებელში მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესების ხარისხის შეფასებისათვის საჭირო ინსტრუმენტებისა და მეთოდების შემუშავების პროცესს, მათ შორის – საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით;
ი) უზრუნველყოფს უმაღლესი სასწავლებელის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, ასევე,  ამ საქმიანობაში ჩართული პერსონალის განვითარების ხარისხის სისტემატურ შეფასებას;
კ) ორგანიზებას უწევს ავტორიზაციისა და აკრედიტაციისათვის თვითშეფასების მომზადების პროცესებს;
ლ) მონაწილეობს უმაღლესი განათლების საერთაშორისო სივრცეში უმაღლეს სასწავლებელის ჩართულობის ხელშეწყობის პროცესებში;
მ) უზრუნველყოფს უმაღლეს სასწავლებელში სწავლა-სწავლებისა და კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების შემუშავებას;
ნ) მონაწილეობს უმაღლესი სასწავლებელის კურიკულუმის შექმნის, შეფასებისა და განვითარების პროცესში;
ო) ხელმძღვანელობს უმაღლესი სასწავლებელის კვლევის, სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის პროცესებს;
პ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს პროგრამების შემუშავებაში;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში ახდენს  პროგრამების შეფასებას და ზრუნავს მის განვითარებაზე, შეიმუშავებს  პროგრამების განვითარებასთან დაკავშირებით რეკომენაციებს;
რ) ზრუნავს უმაღლესი სასწავლებელის პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის ამაღლებაზე;
ს) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მობილობის, კრედიტების აღიარებისა და პროგრამული თავსებადობის დადგენის პროცესებში;
ტ) უზრუნველყოფს  აკადემიური პერსონალის კონსულტირებას სამეცნიერო სტატიების საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნების ხელშეწყობის მიზნით;
უ) ახორციელებს უმაღლესი სასწავლებელის დებულებით,  სამართლებრივი აქტებითა და     საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება.
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების, მართვის, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების სპეციფიკის ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით (ავტორიზიციისა და აკრედიტაციის სტანდარტები);
გ) საგანმანათლებლო სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
დ) ქართული ენაზე მეტყველებისა და წერის ძალიან კარგი უნარები;
ე) ინგლისური  ენის  ცოდნა;
ვ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Power Point, Outlook) კარგად ცოდნა.

 საჭირო უნარები:

ა) გუნდის მართვისა და განვითარების უნარი.
ბ) ეფექტური კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი);
გ) დელეგირების უნარი;
დ) სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების;
ე) ხარისხობრივი მონაცემების დამუშავებისა და შეფასების უნარი
ვ) შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების უნარი.
ზ) პროექტების მართვის უნარი;
თ) შედეგზე ორიენტაციის უნარი;

ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი თავდაპირველად დაინიშნება გამოსაცდელი ვადით;

ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი შემდგომში დაინიშნება 2 წლის ვადით;

კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება დამსაქმებელსა და დასაქმებულის ურთიერთშეთანხმებით.

 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) კონკურსატის CV;
გ) შესაბამისი აკადემიური  ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
დ) პირადობის მოწმობის ასლი.

კონკურსის ჩატარების  ვადა:

კონკურსი ცხადდება 2019 წლის  12 აგვისტოს.

Contact Information: