ჩინელი სტუმრები უს ჯორჯიაში

ჩინელი სტუმრები უს ჯორჯიაში

18 მარტს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიას ეწვია ჩინეთის საგარეო ეკონომიკისა და ვაჭრობის კოლეჯის დელეგაცია. ვიზიტის მიზანია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. აღნიშნული მემორადუმი ითვალისწინებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას და ერთობრივი კვლევების ჩატარებას ორივე მხარისთვის საინტერესო თემებზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჩინეთის საგარეო ეკონომიკისა დავაჭრობის კოლეჯის დამფუძნებელი ბ-ნი იუ ტაკ ტატი და უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიას პრორექტორი ქ-ნი მარინე კობალავა და ასევე, უს ჯორჯიას ბიზნესის ადმინისტრირების ფაკ-ტის დეკანი მაია ვასაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი ქ-ნი თინათინ აბესაძე.