უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ამერიკული ეკონომიკური განათლების ფონდის ნებართვით, ითარგმნა და ქართულ ენაზე გამოიცა ლეონარდ რიდის ესსე “მე, ფანქარი”.

უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ამერიკული ეკონომიკური განათლების ფონდის ნებართვით, ითარგმნა და ქართულ ენაზე გამოიცა ლეონარდ რიდის ესსე “მე, ფანქარი”.

იდეისა და პროექტის ავტორის, ქართული გამოცემის სამეცნიერო რედაქტორის წინათქმა:

1958 წელს ამერიკელმა მეწარმემ ლეონარდ რიდმა ფანქრის მაგალითზე ნათლად აჩვენა, როგორ მზადდება მარტივი ნივთი მრავალი ადამიანის ურთიერთშეთანხმებული მოქმედებით. მათ აერთიანებთ არა თანამშრომლობის, არამედ სარგებლის მიღების სურვილი. მაგრამ, საკუთარი სიმდიდრის დაგროვებასთან ერთად, ინდივიდებს შეუძლიათ მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის შექმნა. მოგების მაქსიმიზაციის და პროდუქტიულობის ზრდისთვის ბრძოლაში საქონელი უფრო ხარისხიანი ხდება, ხოლო ამ საქონლის დამზადების პროცესი უფრო იაფი და ეფექტიანი. სწორედ ასე მუშაობს ადამ სმიტის „უჩინარი ხელი“. ის მოქმედებს შეუმჩნევლად, მაგრამ ფლობს დიდ ძალას – თუ წინააღმდეგობას არ გაუწევთ და ხელს არ შეუშლით, ის აიძულებს მოთხოვნასა და მიწოდებას იმუშაოს მთელი საზოგადოების სასიკეთოდ.

იმის გამო, რომ არც ერთ მაღალჩინოსან მგეგმავს არ ძალულს ცალკე აღებული ყველა ინდივიდის პირადი მოთხოვნილებების შესახებ საქმის კურსში ყოფნა, შესაბამისად ის ვერ მოახერხებს ცალკეული ინდივიდის ყოველი ნაბიჯის კოორდინაციას სხვა მრავალი ადამიანის მოქმედებებთან. XVIII საუკუნეში მეცნიერთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, მათ შორის დეივიდ იუმი და ადამ სმიტი, მივიდნენ იმის ღრმა გაგებასთან, თუ როგორ საშუალებას იძლევა კერძო საკუთრებაზე სამართლებრივი უფლება ერთდროულად დაცული იქნეს მწარმოებლებისა და მომხმარებლების ინტერესები ურთიერთსარგებლიანობის გათვალისწინებით.

სწორედ „უჩინარი ხელის“ პრინციპის მარტვი ახსნაა ლეონარდ რიდის ესსე „მე ფანქარი“. იგი ღრმა და ორიგინალური მოაზროვეა, რომელიც მალავს საკუთარი დასკვნების სიღრმეებს ოჯახური, ყოველდღიური სალაპარაკო ენის ქოლგის ქვეშ.

იმაში, თუ სულ რამდენიმე გვერდზე როგორაა მოთხრობილი თავისუფალი ბაზრის უნარი მოახდინოს მილიონობით ადამიანის კოორდინაცია, ვერცერთი ეკონომიკური კვლევა ვერ შეედრება ლ. რიდის ამ ესსეს. ნაშრომის სიძლიერე იმაშია, რომ ავტორი აკეთებს ღრმა, ეფექტურ და უტყუარ დასკვნას – იმისთვის, რომ ერთი ფანქარი დაამზადო, აუცილებელია უამრავი ადამიანის ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.

ნებისმიერი ადამიანი ამ ესსეს წაკითხვის შემდეგ მიხვდება, რომ მისი გულუბრყვილო წარმოდგენა ცენტრალიზებული დაგეგმვისა და მართვის ეფექტურობაზე, ძალიან სუსტ ფუნდამენტს ეფუძნება.

და თუ მაინც, არჩევანის წინაშე დავდგებით, რომელი ერთი წიგნი ან სტატია უნდა წავიკითხოთ, დაუფიქრებლად გირჩევდით ლეონარდ რიდის „მე, ფანქარი“ – მაშინ ყველა მკითხველის პრიმიტიული შეხედულება ეკონომიკაზე, აუცილებლად დაუთმობს ადგილს ეკონომიკის უფრო ახალ, ღრმა და სწორ გაგებას.

პროფესორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი,

სამეწარმეო განათლების ცენტრის დირექტორი

მერაბ მიქელაშვილი.

Contact Information: