ისტორია

უს ჯორჯიას ინსტიტუციური განვითარების ეტაპები

უს ჯორჯია, როგორც საგანმანათლებლო, კულტურული და ძირითადი ფასეულობების უმაღლესი სასწავლებელი დაარსდა 1991 წელს.  იგი დღემდე აგრძელებს უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ინტეგრირების პროცესს და ხელს უწყობს სწავლების პრინციპების განხორციელებას.

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს  2005 წლის 04 თებერვლის #2-19/215 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს  საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტს მიიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. ასევე განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს მიერ (ბრძანება №58/ს, 22.11.2007) მიენიჭა შემდგომი აკრედიტაცია ხუთი წლის ვადით. საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს  2010 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა საერთაშორიო ურთიერთობების სასწავლო უნივერსიტეტად, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობების სასწავლო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს  23.05.2012 წლის ოქმი №1-ით შეეცვალა სახელწოდება და გახდა შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია. შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიას საგანამანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს 12.07.2012 წლის №206 გადაწყვეტილებით მიენიჭა ავტორიზაცია ხუთი წლის ვადით,  ხოლო საგანამანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 8.11.2012 წლის გადაწყვეტილებით უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას საბაკალავრო პროგრამებს მიენიჭა პროგრამული აკრედიტაცია.

უს ჯორჯიამ 2012-2016 წლებში განაახლა და დაადგინა აკადემიური პროგრამებისა და სილაბუსების შიდა სტანდარტები, ასევე გაანაახლა ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული დოკუმენტები. სასწავლო პროცესის ხელშეწყობისა და სტუდენტთა და პროფესორთა ეროვნული და საერთაშორისო მობილობის გაუმჯობესების  მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან, საერთაშორისო თანამშრომლობის მიზნით სხვა ქვეყნების უნივერსიტეტეთან.