ბიუჯეტი

უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას 2019 წლის ბიუჯეტი (PDF)

შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას სენატის დადგენილება N43
22 აპრილი 2019 წ.

დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2017 წლის 29 დეკემბერი ოქმი N9 (დადგენილება N25)
ცვლილებები უს ჯორჯიას სენატის 2019 წლის 22 აპრილის ოქმი N5  დადგენილება N43

შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას ბიუჯეტი

თბილისი

ბიუჯეტის მიზნები და პრიორიტეტები

ბიუჯეტის მიზნები და დაფინანსების პრიორიტეტული მიმართულებები

უს ჯორჯიას 2019 წლის ბიუჯეტის მიზნებია:

-უს ჯორჯიას მისიის განხორციელების ხელშეწყობა;
-უს ჯორჯიას მართვის ორგანოების განვითარება და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება;
-უს ჯორჯიას პრიორიტეტული მიმართულებების განვითარება;
-სასწავლო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობისათვის სტაბილური მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური ბაზის შექმნა;
-აკრედიტაციის მოთხოვნების შესრულებისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა;
-შიდა და გარე ფინანსური ვალდებულებების დაფარვის მოქნილი სისტემის დანერგვა, ფინანსური მდგრადობის მიღწევა და შემოსავლების ზრდა;
-სტუდენტთა სოციალური დაცვისა და წახალისების სისტემის სრულყოფა;
-ბიბლიოთეკისა და ელექტრონული საინფორმაციო რესურსების სრულყოფა.

2019 წლის ბიუჯეტით დაფინანსების ძირითადი პრიორიტეტებია:

-მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება;
-სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;
-საბიბლიოთეკო ფონდების შევსება;
-პერსონალის განვითარების მუდმივი ზრდა.

მიზნების განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებები

მიზნების მისაღწევად უს ჯორჯია უზრუნველყოფს:

-სტრუქტურული რეორგანიზაციის განხორციელებას, სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო მუშაობის რეორგანიზაციას თანამედროვე მიდგომების შესაბამისად, მათი ხარისხის ზრდის უზრუნველყოფის მიზნით;
-სტუდენტური თვითმმართველობისათვის სპეციალური ფონდის გამოყოფას;
-საბიბლიოთეკო ფონდების მნიშვნელოვან გაფართოებას, უახლესი ლიტერატურით შეძენისა და მომარაგების მიზნით ფაკულტეტთან კონსულტაციების შედეგებისა და სტუდენტთა რაოდენობების გათვალისწინებით;
-კომპიუტერული ტექნიკის, სასწავლო მასალების, სწავლის პროცესისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური და სხვა მომსახურების შეძენას;
-ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია, წარმოშობილი მიმდინარე ვალდებულებების დროულად დაფარვის მიზნით;
-უს ჯორჯიას აუდიტორიების, ბიზნეს ცენტრების ეტაპობრივ განახლებას. სასწავლო პროცესების ახალი ინვენტარით უზრუნველყოფას (დამატებას).

ბიუჯეტის შემოსავლები

ბიუჯეტის შემოსავლების ოდენობა

1.განისაზღვროს უს ჯორჯიას 2019 წლის ბიუჯეტი სხვადასხვა წყაროდან მიღებული შემოსავლების შესაბამისად საშემოსავლო ნაწილში 490750 ლარის ოდენობით.

2.უს ჯორჯიას ბიუჯეტის შემოსავლების ძირითადი წყაროებია: სტუდენტთა სწავლის საფასური და სახელმწიფო სასწავლო გრანტი.

შემოსავლების შემდგომი გაზრდის მიმართულებები

უს ჯორჯიას თავისი შემოსავლების შემდგომი გაზრდის მიზნით გეგმავს:

1.უს ჯორჯიას სტუდენტთა კონტინგენტის გაზრდას აკრედიტაციის მოთხოვნების შესრულების გზით;
2.სხვადასხვა ტიპის სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზებას (უწყვეტი განათლება, პროფესიული პროგრამების დანერგვას);
3.სასწავლო პროცესთან და სამეცნიერო კვლევებთან დაკავშირებული სხვადასხვა საქმიანობების განვითარებას (სტუდენტური საკონსულტაციო მომსახურება, სამეცნიერო სამუშაოების კომერციული მხარეების განვითარება, და სხვა);
4.სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის გრანტების მოსაზიდად მუშაობის გააქტიურებას.

 უს ჯორჯიას 2019წლის ბიუჯეტი

დასახელება 2019  წელი
  სულშემოსავალი 490750
  ხარჯები 471908
1. ადამიანური რესურსი 161948
1.1 ადმინისტრაცია 87285
1.2 აკადემიური პერსონალის 27233
1.3 მოწვეული პერსონალის 21100
1.4 პრემია 16515
1.5 ადამიანური რესურსების განვითარება 9815
2. მატერიალური რესურსის, ინფრასტრუქტურა 146712
2.1 იჯარა 96000
2.2 საკანცელარიო ხარჯი 17176
2.3 მცირე ფასიანი 4092
2.4 ელექტროენერგია 4747
2.5 წყლის ხარჯი 1024
2.6 ბუნებრივი აირის ხარჯი 8316
2.7 დასუფთავების ხარჯი 635
2.8 რეკლამის ხარჯი 11822
2.9 ლოგო ბრენდირებული მასალები განახლ. იმიჯი 2900
3. ბიბლიოთეკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები 58675
3.1 კომპიუტერული პროგრამების შეძენის დაგანახლების ხარჯი 10796
3.2 საოფისე ტექნიკა ინვენტარის შეძენა 14722
3.3 ინტერნეტი ჰოსტინგი ელ. სერვისები მუდმივობა 2220
3.4 ბიბლიოთეკის მუდმივი განვით. ფონდი 24537
3.5 ელექტრონული ბაზა 2500
3.6 სივრცეების კეთილმოწყობა 3900
4. სწავლა, სწავლება, კვლევა 33061
4.1 საგანმანათლებლო პროგრამა უმაღლესი 2000
4.2 საერთაშ. თანამშრომლობის მექანიზმ. ამოქმედენა 20537
4.3 პერსონალის განვით. კვალიფიკაციის ამაღლება 6600
4.4 სტატიები წიგნების გამოცემა 2924
4.5 საკონსულტაციო, სანოტარო, თარჯიმნის ხარჯი 1000
5. სტუდენტების ხელშეწყობა 56790
5.1 სამედიცინო დანიშნულების მასალების ხარჯი 14722
5.2 პოტენციური დამსაქმებლის იდენტიფიცირება 2500
5.3 სოციალური კამპანიები 1000
5.4 კურიკუმების გარეშე ღონისძიება 20637
5.5 კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები 3900
5.6 სუვენირების, მედლების, ფასიანი საჩუქრების ხარჯი 1800
5.7 სტუდენტური თვითმართველობის დაფინანსება 5889
5.8 სოციალ. მოწყვადი სტუდენტ. მხარდაჭერა 6342
6. გაუთვალისწინებელი ხარჯი 14722

 უს ჯორჯია აწარმოებს შემდეგი ტიპის ანგარიშგებას:

ანგარიშგება საქართველოს სხვადასხვა სახელისუფლო სტრუქტურასთან (ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტები, აგრეთვე სხვადასხვა უწყება და სამინისტროები); უს ჯორჯიას ფინანსური ანგარიშგება სამართლიანად ასახავს მის ფინანსურ მდგომარეობას, საქმიანობის შედეგებსა და ფულადი სახსრების მოძრაობას. გამოხატავს ოპერაციების, სხვა მოვლენების ან პირობების ეკონომიკურ შინაარს და არა ფორმას. ნეიტრალურია, ე.ი. თავისუფალია სუბიექტური დამოკიდებულებისაგან: არის წინდახედული. არის დასრულებული ყველა არსებით ასპექტში (ანგარიშგება კეთდება უს ჯორჯიას მომხმარებლისათვის, ამდენად ის აკმაყოფილებს შემდეგ ხარისხობრივ მახასიათებლებს:

-აღქმადობა – რაც გულისხმობს იმას, რომ ფინანსური ინფორმაცია ნებისმიერი კატეგორიის აუდიტორიისათვის იყოს ადვილად აღქმადი და გასაგები;
-შესაბამისობა – უს ჯორჯიას შესახებ წარდგენილი ინფორმაცია იყოს ხელსაყრელი ეკონომიკური გადაწყვეტილების მისაღებად;
-საიმედოობა – წარდგენილი ინფორმაციის საიმედოობა მდგომარეობს იმაში, რომ ის არ შეიცავს არსებითი ხასიათის შეცდომებს და არ არის ტენდენციური;
-სამართლიანი წარდგენა – გულისხმობს იმას, რომ ინფორმაცია ასახავს ყველა სამეურნეო ოპერაციასა და მოვლენას, რომლებიც ჩატარდა საანგარიშო პერიოდში და არის არსებითი ხასიათის;

უს ჯორჯია ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებს საქართველოს ეროვნული ვალუტის გამოყენებით. პირველად აღრიცხვაში აქტივებისა და ვალდებულებების ასახვა წარმოებს იმ ვალუტის მიხედვით, რომელშიც თვით ეს აქტივები და ვალდებულებები ფორმირდება ან წარმოდგება, ხოლო შემოსავლები და ხარჯები ნებისმიერ შემთხვევაში აისახება-აღირიცხება მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. ნაერთი ბუღალტრული ბალანსი წარმოადგენს წმინდა ლარისა და უცხოური ვალუტის ბალანსების ერთობლიობას გამოსახულს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით.

და ბოლოს, უს ჯორჯია ფინანსური ანგარიშგების გარდა ფინანსურ მიმოხილვაში ასახავს ფინანსური საქმიანობის შედეგების განმსაზღვრელ ისეთ მთავარ ფაქტორებს, რომელთა ცვლილებებიც რეაგირებას ახდენს უს ჯორჯიას საქმიანობაზე. ასეთი ფაქტორებია:  საგადასახადო კანონმდებლობის შეცვლა. ინფორმაცია ისეთი რესურსების (აქტივების და ვალდებულებების) შესახებ, რომლებიც არ აისახება ბალანსში და გადმოცემული იქნება ფინანსური ანგარიშგების დამატებით შენიშვნებში. ამგვარ რესურსებს მიეკუთვნება ინფორმაცია კადრების შესახებ, არაფინანსურ ანგარიშგებას, სუბიექტის განვითარების გეგმები.

სხდომის თავმჯდომარე
სალომე პირველი

სხდომის მდივანი
მაია ადვაძე