მისია

უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას მისია (PDF)

შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას მისიაა ფუნდამენტური ღირებულებების შესაბამისი მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი ბაკალავრების მომზადება, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი შრომითი ბაზრისათვის, რომლებსაც შეეძლებათ სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესის შექმნა და მართვა მუდმივად ცვალებად ციფრულ ეპოქაში. უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია ორიენტირებულია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციაზე, უწყვეტი განათლების, ინდივიდის პიროვნული, პროფესიული და ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობაზე.

ხედვა

უმაღლესი სასწავლებლის ინსტიტუციური განვითარებისა და სამომავლო გამოწვევების რეალური და ეფექტური ხედვა მნიშვნელოვანია სტრატეგიული დაგეგმარების პროცესისთვის. უმაღლესი სასწავლებლის ხედვაში აღიწერება თუ რა წვლილი შეაქვს მას საზოგადოების განვითარებაში და რისი მიღწევა უნდა მომავალში. გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებული სტრატეგიული განვითარების გეგმა ინსტიტუციურ ფასეულობებზე დაყრდნობითა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პრინციპის ხელშეწყობით უნდა ხორციელდებოდეს. ინსტიტუციონალურ ფასეულობებზე დაფუძნებული სამომავლო ხედვა ქმნის აკადემიური თავისუფლების პრიმატს, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრესს, ხელს უწყობს მაღალკვალიფიციური პერსონალის მოზიდვას და ინოვაციურ გარემოში ჩართულობის პროცესს. უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია, თანაბარი ხელმისაწვდომობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით, ორიენტირებულია განათლების ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციაზე – სოციალიზაციის პროცესზე. უმაღლესი სასწავლებლის უმთავრესი ხედვაა განათლების ხარისხის მუდმივი ამაღლების პოლიტიკის შემუშავება და მართვის თანამედროვე მეთოდების ფართო გამოყენება საუკეთესო ეროვნული და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.

ღირებულებები

უმაღლესი სასწავლებლის ღირებულებები უზრუნველყოფს სისტემის მთლიანობას, რაც ქმნის ერთიან საგანმანათლებლო სივრცის ფასეულობებს. ღირებულება წარმოადგენს მიზან-საშუალებათა ერთობლიობას, სადაც ღირებულებები შეცვლას ან გადაფასებას ექვემდებარება. უმაღლესი სასწავლებლის მდგრადობის უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესია შემდეგი ძირითადი ღირებულებები:

– აკადემიური თავისუფლება
– თანასწორობა
– სამართლიანობა
– მიუკერძოებლობა
– პატიოსნება
– კრეატიულობა
– სოციალიზაცია
– ეთიკური პრინციპების დამკვიდრება და წახალისება