Category Archives: სიახლეები

0
ბიზნეს ლაბორატორიის პრეზენტაცია

11 თებერვალს 12 სთ-ზე (სართ. 1, ოთ. #4) უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში გაიმართა ბიზნეს ლაბორატორიის პრეზენტაცია / გახსნა. სივრცე, სადაც უს ჯორჯიას აკადემიურ/მოწვეულ პროფესორებს შესაძლებლობა ექნებათ სტუდენტებთან ერთად განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები და პროფესიონალიზმი.              

2.7
სამუშაო შეხვედრა უს ჯორჯიაში მოწვეულ სტუმრებთან

2019 წლის 4 თებერვალს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიის ბიბლიოთეკაში შედგა ადმინისტრაციული პერსონალისა და პროფ. ნინო აბესაძის სამუშაო შეხვედრა. განხილულ იქნა სამუშაო პროცესის მიმდინარე პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. შეხვედრამ აზრთა გაცვლის, გამოცდილების ურთიერთგაზიარების ვითარებაში ჩაიარა და უაღრესად საჭირო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.   

51393326_342525603008807_1559917514723426304_n
უს ჯორჯიას სტუდენტები პროექტ “იცნობდე თბილის”-ის ფარგლებში დაესწრნენ ღონისძიებას თბილისის საკრებულოში

2019 წლის 2 თებერვალს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას სტუდენტები პროექტ “იცნობდე თბილისს”-ის ფარგლებში დაესწრნენ ღონისძიებას თბილისის საკრებულოში. სტუდენტებმა მოისმინეს საინტერესო ისტორიული ექსკურსი თემაზე “თბილისი მოდერნიზმიდან წითელ ტერორამდე”.         

50777239_322790135004000_6133706661581291520_n
პრორექტორის სამუშაო შეხვედრა პერსონალთან

25 იანვარს უს ჯორჯიაში პრორექტორის მ. კობალავას ხელმძღვანელობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თანამშრომლებთან. განხილულ იქნა საორგანიზაციო საქმეები, სასწავლო პროცესის, სამეცნერო საქმიანობის ტაქტიკური ასპექტები და სამომავლო განვითარების პერსპექტივები, რომლებიც პასუხობენ უს ჯორჯიას წინაშე დაყენებულ მოთხოვნებს. კერძოდ, გადაწყდა მუშაობის დაწყება ახალი სასწავლო პროგრამის შესაქმნელად, დაანონსდა ბიზნეს-ლაბორატორიის და ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის დაარსება და, აგრეთვე, შეთანხმდა სხვადასხვა მიმდინარე საკითხები.

vacancy
შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში ცხადდება კონკურსი პროფესორის, ასოცირებული  პროფესორის და ასისტენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. კონკურსი ცხადდება შემდეგ აკადემიურ თანამდებობეზე: მიმართულება – ბიზნესის ადმინისტრირება დარგი/სპეციალობა  – ფინანსები პროფესორი – 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული ასისტენტი – 1 საშტატო ერთეული დარგი/სპეციალობა  – მენეჯმენტი ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული დარგი/სპეციალობა  – საბუღალტრო აღრიცხვა […]

vacancy
შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია აცხადებს კონკურსს მოწვეული სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად

კონკურსი ცხადდება  შემდეგ  სპეციალობებზე: მიმართულება – ბიზნესის ადმინისტრირება დარგი/სპეციალობა  – მარკეტინგი მოწვეული სპეციალისტი – 1 საშტატო ერთეული დარგი/სპეციალობა  – ფინანსები მოწვეული სპეციალისტი – 3 საშტატო ერთეული დარგი/სპეციალობა  – მენეჯმენტი მოწვეული სპეციალისტი – 1 საშტატო ერთეული დარგი/სპეციალობა  – საბუღალტრო აღრიცხვა მოწვეული სპეციალისტი – 1 საშტატო ერთეული დარგი/სპეციალობა  – აუდიტი მოწვეული სპეციალისტი – 1 საშტატო ერთეული მიმართულება […]

Shoba
გილოცავთ შობა-ახალ წელს!

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! შობის ღამე დგებაო, სასწაული ხდებაო, წმინდა სანთელს ავანთებთ  ფანჯრის სარკმელზედაო, შობის ღამეს მოვიხმობთ დედა ღვთისმშობელსაო, სახლი მისი სტუმრობით მადლით აგვევსებაო, შობის ღამე დგებაო, ქრისტე იბადებაო ყველა სასწაული ხომ შობის ღამეს ხდებაო!

tatbiri
სამუშაო შეხვედრა, რომელზეც უს ჯორჯიას ავტორიზაციის შედეგები იქნა შეჯამებული

  თათბირს ესწრებოდნენ რექტორი ლ. ჭოველიძე, პრორექტორი სასწავლო დარგში მ. კობალავა  და  ადმინისტრაციული პერსონალი. ქ-ნმა მ. კობალავამ მიულოცა დამსწრე საზოგადოებას უს ჯორჯიას მიერ ავტორიზაციის მიღება და აქცენტები გააკეთა ავტორიზაციის საბჭოს შენიშვნებზე. გამოთქვა სურვილი მოესმინა თანამშრომელთა მოსაზრებები არსებული პრობლემების დასაძლევად. გამოითქვა ბევრი საინტერესო წინადადება. გადაწყდა, რომ მოხდება მოსაზრებების შეჯერება და მათი ასახვა უს ჯორჯიას სტრატეგიული განვითარების გეგმაში.

11
სტუმრები ჩინეთიდან

უმაღლესმა სასწავლებელმა ჯორჯიამ უმასპინძლა დელეგაციას ჩინეთიდან. ისინი შეხვდნენ უს ჯორჯიას რექტორს ქ-ნ ლიანა ჭოველიძეს და პრორექტორს სასწავლო დარგში ქ-ნ მარინე კობალავას. ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილებები და სამომავლო გეგმები.