Category Archives: სიახლე

n
ჩინელი სტუმრები უს ჯორჯიაში

18 მარტს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიას ეწვია ჩინეთის საგარეო ეკონომიკისა და ვაჭრობის კოლეჯის დელეგაცია. ვიზიტის მიზანია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. აღნიშნული მემორადუმი ითვალისწინებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას და ერთობრივი კვლევების ჩატარებას ორივე მხარისთვის საინტერესო თემებზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჩინეთის საგარეო ეკონომიკისა დავაჭრობის კოლეჯის დამფუძნებელი ბ-ნი იუ ტაკ ტატი და უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიას პრორექტორი ქ-ნი მარინე კობალავა და ასევე, უს […]

54230601_789857674706278_3406173979310817280_n
მემორანდუმის გაფორმება უკრაინულ უნივერსიტეტთან

2 019 წლის 4 მარტს ხელი მოეწერა მემორანდუმს პოლტავის (უკრაინა) ეკონომიკის უნივერსიტეტსა და უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიას შორის სტუდენტების გაცვლის უზრუნველსაყოფად.

54230601_789857674706278_3406173979310817280_n
სომხეთის უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი

მემორანდუმი ერევნის ჩრდილოეთ უნივერსიტეტთან ითვალისწინებს როგორც სტუდენტების გაცვლას ბაკალავრიატის დონეზე, ასევე კონფერენციებს აკადემიური პერსონალის მონაწილეობით.

0
ბიზნეს ლაბორატორიის პრეზენტაცია

11 თებერვალს 12 სთ-ზე (სართ. 1, ოთ. #4) უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში გაიმართა ბიზნეს ლაბორატორიის პრეზენტაცია / გახსნა. სივრცე, სადაც უს ჯორჯიას აკადემიურ/მოწვეულ პროფესორებს შესაძლებლობა ექნებათ სტუდენტებთან ერთად განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები და პროფესიონალიზმი.              

2.7
სამუშაო შეხვედრა უს ჯორჯიაში მოწვეულ სტუმრებთან

2019 წლის 4 თებერვალს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიის ბიბლიოთეკაში შედგა ადმინისტრაციული პერსონალისა და პროფ. ნინო აბესაძის სამუშაო შეხვედრა. განხილულ იქნა სამუშაო პროცესის მიმდინარე პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. შეხვედრამ აზრთა გაცვლის, გამოცდილების ურთიერთგაზიარების ვითარებაში ჩაიარა და უაღრესად საჭირო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.   

51393326_342525603008807_1559917514723426304_n
უს ჯორჯიას სტუდენტები პროექტ “იცნობდე თბილისს”-ის ფარგლებში დაესწრნენ ღონისძიებას თბილისის საკრებულოში

2019 წლის 2 თებერვალს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას სტუდენტები პროექტ “იცნობდე თბილისს”-ის ფარგლებში დაესწრნენ ღონისძიებას თბილისის საკრებულოში. სტუდენტებმა მოისმინეს საინტერესო ისტორიული ექსკურსი თემაზე “თბილისი მოდერნიზმიდან წითელ ტერორამდე”.         

tatbiri
პრორექტორის სამუშაო შეხვედრა პერსონალთან

25 იანვარს უს ჯორჯიაში პრორექტორის მ. კობალავას ხელმძღვანელობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თანამშრომლებთან. განხილულ იქნა საორგანიზაციო საქმეები, სასწავლო პროცესის, სამეცნერო საქმიანობის ტაქტიკური ასპექტები და სამომავლო განვითარების პერსპექტივები, რომლებიც პასუხობენ უს ჯორჯიას წინაშე დაყენებულ მოთხოვნებს. კერძოდ, გადაწყდა მუშაობის დაწყება ახალი სასწავლო პროგრამის შესაქმნელად, დაანონსდა ბიზნეს-ლაბორატორიის და ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის დაარსება და, აგრეთვე, შეთანხმდა სხვადასხვა მიმდინარე საკითხები.

tatbiri
სამუშაო შეხვედრა, რომელზეც უს ჯორჯიას ავტორიზაციის შედეგები იქნა შეჯამებული

თათბირს ესწრებოდნენ რექტორი ლ. ჭოველიძე, პრორექტორი სასწავლო დარგში მ. კობალავა  და  ადმინისტრაციული პერსონალი. ქ-ნმა მ. კობალავამ მიულოცა დამსწრე საზოგადოებას უს ჯორჯიას მიერ ავტორიზაციის მიღება და აქცენტები გააკეთა ავტორიზაციის საბჭოს შენიშვნებზე. გამოთქვა სურვილი მოესმინა თანამშრომელთა მოსაზრებები არსებული პრობლემების დასაძლევად. გამოითქვა ბევრი საინტერესო წინადადება. გადაწყდა, რომ მოხდება მოსაზრებების შეჯერება და მათი ასახვა უს ჯორჯიას სტრატეგიული განვითარების გეგმაში.

11
სტუმრები ჩინეთიდან

უმაღლესმა სასწავლებელმა ჯორჯიამ უმასპინძლა დელეგაციას ჩინეთიდან. ისინი შეხვდნენ უს ჯორჯიას რექტორს ქ-ნ ლიანა ჭოველიძეს და პრორექტორს სასწავლო დარგში ქ-ნ მარინე კობალავას. შეხვედრამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა. განიხილეს ურთიერთსასარგებლო კავშირების დამყარების შესაძლებლობები, ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილებები და სამომავლო გეგმები.