შინაგანაწესი

შინაგანაწესი (PDF)

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მოქმედების სფერო

1.1. წინამდებარე შინაგანაწესი წარმოადგენს სამართლებრივ-დისციპლინური წესების კრებულს, რომელიც ადგენს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას (შემდეგში – უს ჯორჯია) პერსონალის სამუშაო პირობებს, უს ჯორჯიას ტერიტორიაზე პერსონალის ქცევის წესებს და დადგენილი წესების დარღვევისათვის აწესებს შესაბამის დისციპლინარულ პასუხისმგებლობას.

მუხლი 2. შინაგანაწესის შესრულების სავალდებულოობა

2.1. შინაგანაწესით განსაზღვრული რეგულაციებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობების შესრულება სავალდებულოა უს ჯორჯიას ყველა ადმინისტრაციული, აკადემიური, მოწვეული და დამხმარე პერსონალისთვის.

მუხლი 3. შრომითი ხელშეკრულება/პერსონალის სამუშაო პირობები

3.1. უს ჯორჯიადებს შრომით ხელშეკრულებას სასწავლებლის პერსონალთან, მათ შორის, მოწვეულ პერსონალთან, რომლითაც განისაზღვრება:
ა) პერსონალის სამუშაო პირობები;
ბ) შრომის ანაზღაურების წესი და სხვა უფლება-მოვალეობები.
3.2. შრომითი ხელშეკრულების პირობები შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსისა და ყველა სხვა კანონთა მოთხოვნებს, რომელიც არეგულირებს შრომით ურთიერთობებს;
3.3. შრომის ხელშეკრულების ვადები განისაზღვრება ხელშეკრულების მხარეთა მიერ.

მუხლი 4. სამუშაო დრო

4.1. უს ჯორჯიაში დაწესებულია ხუთდღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
4.2. სასწავლო პროცესის მოთხოვნების გათვალისწინებით, პერსონალისათვის დასაშვებია 6 დღიანი სამუშაო კვირა შაბათი დღის დამატებით.
4.3. სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. აკადემიური პერსონალის და მოწვეული პერსონალისათვის სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო დაკავშირებულია შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებასთან.
4.4. ბიბლიოთეკის მუშაობის საათები განისაზღვრება დამოუკიდებლად ბიბლიოთეკის დებულების (სარგებლობის წესი) შესაბამისად.
4.5. უს ჯორჯიასა და პერსონალს შორის სამუშაო დროის ხანგრძლივობა შესაძლებელია განისაზღვროს ურთიერთშეთანხმებით შრომის კანონმდებლობის საფუძველზე.
4.6. შესვენება გრძელდება ერთი საათი. სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლები ვალდებულნი არიან შესვენების დრო გადაანაწილონ იმგვარად, რომ არ მოხდეს სამუშაო პროცესის შეფერხება.
4.7. უს ჯორჯიაში ლექცია იწყება საათის დასაწყისში და გრძელდება 50 წუთი.
4.8. პერსონალი წლის განმავლობაში სარგებლობს 24 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულებით. შვებულების შესახებ განცხადება მინიმუმ ხუთი სამუშაო დღით ადრე წარედგინება პერსონალის მართვის სამსახურს.
4.9. პირი, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ცხადდება სამსახურში, ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების სამსახურს და სამსახურში გამოცხადების შემდეგ წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა. თუ დასაქმებული ვერ წარმოადგენს ჯანმრთელობის ცნობას ან სამსახურს აცდენს სხვა პირადი მიზეზით, ვალდებულია მოითხოვოს შვებულება. ამ მუხლისგან განსხვავებულ შემთხვევაში, დასაქმებულის მიმართ გავრცელდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები.

მუხლი 5. დასვენების დღეები

5.1. უს ჯორჯიაში დასვენების დღეებია შაბათი და კვირა, გარდა მე-4 მუხლის 4.2. პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
5.2. უს ჯორჯია ისვენებს საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ დასვენების დღეებში.
5.3. უს ჯორჯიაში რექტორის ბრძანებით, მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება განისაზღვროს დასვენების დღეები, რომლებსაც არ ითვალისწინებს შრომის კოდექსი.

მუხლი 6. პერსონალის უფლება-მოვალეობები აკადემიური პერსონალი

6.1. აკადემიურიპერსონალიშედგებაპროფესორის, ასოცირებულიპროფესორის, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან.
6.2. პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებშიან/დაწარმართავენ მათ, ხოლო ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ანასისტენტი პროფესორი სხელმძღვანელობით ახორციელებს სააუდიტორიო (ჯგუფში /პრაქტიკული/ ლაბორატორიული მუშაობა) დაკვლევით სამუშაოებს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.
6.3. აკადემიური თანამდებობის პირი შესაძლებელია იყოს უს ჯორჯიასთან აფილირებული.

მუხლი 7. პერსონალის შრომის ანაზღაურება

7.1. აკადემიური და მოწვეული პერსონალის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება მათთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით და შეესაბამება მათ სამუშაოდატვირთვას.
7.2. ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება მათ თანდადებული შრომითი ხელშეკრულებით და შეესაბამება მათ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

მუხლი 8. პერსონალის პასუხისმგებლობა და წახალისება

8.1. უს ჯორჯიას თანამშრომელთა წახალისება ხდება მოვალეობის კეთილსინდისიერად და სანიმუშოდ შესრულებისათვის, უს ჯორჯიაში ხანგრძლივი და სამაგალითო მუშაობისათვის და პერსონალის შეფასების შედეგების გათვალისწინებით.
8.2. წახალისების სახეებია:
1. პრემია;
2. მატერიალური და არამატერიალური ჯილდოები;
3. მადლობის გამოცხადება;
4. ფასიანი საჩუქრით და ჯილდოვება;
5. სხვა წახალისების სახეები.

მუხლი 9. დისციპლინარული პასუხისმგებლობა

9.1. დისციპლინარული პასუხისმგებლობა წარმოადგენს იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთსახეს, რომელიც გამოიყენება უს ჯორჯიას სტუდენტებისა და პერსონალის მიმართ მათ მიერ უს ჯორჯიას ტერიტორიაზე დისციპლინარული გადაცდომის შემთხვევაში;
9.2. შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას შინაგანაწესის ან ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის დისციპლინარული სასჯელის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება უს ჯორჯიას ეთიკის კოდექსითა და დისწიპლინარული პასუხისმგებლობის კოდექსით განსაზღვრული წესით.

მუხლი 10. უს ჯორჯიას პერსონალისადა სტუდენტთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა
10.1. პერსონალისა და სტუდენტთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით არსებობს:
– ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება; ამ მიზნით ადმინისტრაციულ შენობაში თვალსაჩინო ადგილას განთავსებულია ცეცხლმაქრი ბალონები;
– უს ჯორჯიას ადმინისტრაციულ შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია ევაკუაციის გეგმა;
– უს ჯორჯიაში უზრუნველყოფილია პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები, კერძოდ, ადმინისტრაციული შენობის აუდიტორიაში მოწყობილია მედპუნქტის ოთახი შესაბამისი ინვენტარით;
– უს ჯორჯიაში არსებობს წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები. კერძოდ, ხელშეკრულებით დასაქმებულია დაცვის თანამშრომელი, რომელიც სასწავლო პროცესისმი მდინარეობის პერიოდში სისტემატიურად აკონტროლებს სტუდენტთა და თანამშრომელთა უსაფრთხოებას.
მუხლი 11. სალექციო დროის განაწილება
11.1. უს ჯორჯიაში სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად: შემოდგომის და გაზაფხულის;
11.2. თითოეული სემესტრის ხანგრძლივობა 21 კვირაა;
11.3. უს ჯორჯია ისვენებს შემდეგ უქმედღეებში:
– სვეტიცხოვლობას – 14 ოქტომბერს;
– გიორგობას – 23 ნოემბერს;
– ქრისტესშობას – 30 დეკემბრიდან 8 იანვრამდე;
– ნათლისღებას – 19 იანვარს;
– დედის დღეს – 3 მარტს;
– ქალთა დღეს – 8 მარტს;
– დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს – 9 აპრილს
– აღდგომისკვირას – (5 დღეს) დიდი ხუთშაბათი და ნორშაბათის ჩათვლით;
– ფაშიზმზე გამარჯვების დღეს – 9 მაისს;
– წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეს – 12 მაისს;
– დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს.