გამოცდების ჩატარების წესი

გამოცდების ჩატარების წესი (PDF)

გამოცდების ჩატარების შესახებ დებულება

მუხლი 1. დებულების მიზანი

1.1. წინამდებარე დებულება ადგენს შპს უმაღლეს სასწავლებელ ჯორჯიაში საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კურსებში გამოცდების ჩატარების წესს.
1.2. დებულების მიზანია უზრუნველყოს საბაკალავრო პროგრამებით პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსებში ერთიანი პროცედურით შუალედური და
დასკვნითი გამოცდების ორგანიზება და ჩატარება.
1.3. აღნიშნული დებულება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას დებულებას და სხვა სამართლებრივ დოკუმენტებს.

მუხლი 2. გამოცდაზე დაშვების წინაპირობები

2.1 შუალედური და დასკვნითი გამოცდა სავალდებულოა საბაკალავრო პროგრამების ყველა სასწავლო კურსისათვის/კომპონენტისთვის.
2.2 სტუდენტის მიერ სასწავლო კურსის ათვისება (რომელშიც შედის შუალედური შეფასებები და დასკვნითი გამოცდა) უნდა შეფასდეს 100-ქულიანი სისტემით საქართველოს კანონმდებლობისა და შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას ბაკალავრიატის დებულებისა და საბაკალავრო პროგრამების შესაბამისად.
2.3 საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, საბოლოო გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან გადალახა სასწავლო კურსისი სილაბუსით შულედური შეფასებების თითოეულ ფორმაში/კომპონენტში დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
2.4 დასკვნითი გამოცდის შეფასება არ აღემატება 40 ქულას.

მუხლი 3. გამოცდების ჩატარების ვადები და პროცედურა

3.1 საგამოცდო შეფასების კრიტერიუმები აღწერილია შესაბამისი სასწავლო კურსის სილბუსში.
3.2. საგამოცდო დავალებების გამრავლებასა და გამოცდისთვის მომზადებას უზრუნველყოფს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი.
3.3 გამოცდის პროცესზე მონიტორინგს ახორციელებს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი, სასწავლო კურსის განმახორციელებელი და ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის სპეციალისტი მონიტორინგის დარგში.
3.4 გამოცდის დაწყების და დასრულების დრო, წინასწარ არის განსაზღვრული, რომლის ამოწურვის შემდეგ, უკლებლივ ყველა სტუდენტი აბარებს ნაწერს ლექტორს/დამკვირვებელს. აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში სტუდენტის საგამოცდო ნაშრომი აღარ მიიღება.
3.5 დაუშვებელია სტუდენტის მიერ გამოცდაზე დაგვიანება არაუმეტეს 10 წუთისა, რის შედეგად სტუდენტი არ დაიშვება გამოცდაზე. დაშვებულ ფარგლებში დაგვიანების შემთხვევაში, სტუდენტს არ გაუგრძელდება გამოცდისათვის დადგენილი დრო.
3.6 ყველა სტუდენტი ვალდებულია გამოცდის დაწყების წინ ხელი მოაწეროს გამოცდის ჩატარების შესახებ მნიშვნელოვან წესებს.
3.7 დამკვირვებელს უფლება აქვს სტუდენტები მერხებზე განალაგოს თავისი შეხედულებისამებს. სტუდენტი ვალდებულია კომენტარის და წინააღმდეგობის გარეშე
შეასრულოს მითითება.
3.8 სტუდენტების ლაბადები, ჩანთები, მობილურები (გამორთულ მდგომარეობაში) და სხვა საგნები უნდა განთავსდეს ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.
3.9 გამოცდაზე კატეგორიულად იკრძალება გადაწერა ნებისმიერი მასალის გამოყენებით (თუ წინასწარ არ არის ნებადართული ამ მასალის გამოყენება) ან გადაწერა სხვა სტუდენტის ნაშრომიდან. დაუშვებელია სტუდენტის მერხზე სხვა სტუდენტის ნაშრომის მოთავსება. აღნიშნული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, სტუდენტი მოიხსნება გამოცდიდან ან გაუფორმდება შეფასება 0 ქულა.
3.10 გამოცდის დროს აკრძალულია მობილური ტელეფონის გამოყენება, მათ შორის კალკულატორის სახითაც.
3.11 გამოცდის მსვლელობისას სტუდენტმა მკაცრად უნდა დაიცვას აკადემიური მოთხოვნები, დაკავშირებული გადაწერის, საუბრის, ურთიერთდახმარების, მობილური ტელეფონის გამოყენების აკრძალვასთან. სხვა სტუდენტის ნაშრომში ჩახედვა, ერთმანეთთან საუბარი ნებისმიერ თემაზე განიხილება როგორც გამოცდის ჩატარების წესის დარღვევა.
3.12 გამოცდის მსვლელობის დროს სტუდენტებს ეკრძალებათ ერთმანეთის კალმის, საშლელის, კალკულატორის ან სხვა ნებისმიერი საკანცელარიო ნივთის გადაცემა თხოვების მიზნით.
3.13 აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია დატოვოს გამოცდა, რის საფუძველზე მას გაუფორმდება 0 ქულა.
3.14 სტუდენტი, რომელიც დატოვებს აუდიტორიას გამოცდის მსვლელობისს შეუძლოდ ყოფნის მიზეზით, თან უნდა გაჰყვეს გამოცდის დამკვირვებელი. თუ სტუდენტი იგრძნობს თავს უკეთ, მას მიეცემა საშუალება გააგრძელოს გამოცდა.
3.15 გამოცდის დაწყების შემდეგ ყოველგვარი საუბარი სტუდენტებსა და ლექტორს (ასევე დამკვირვებელს) შორის აკრძალულია.
3.16 სტუდენტი ვალდებულია დაემორჩილოს ლექტორის/დამკვირვებლის გადაწყვეტილებას მისი გამოცდიდან მოხსნის თაობაზე.
3.17 ლექტორი ვალდებულია გამოცდა შეაფასოს არა უგვიანეს 2 კვირის ვადაში.

მუხლი 4. გამოცდის აღდგენის პროცედურა

4.1 დაუშვებელია გამოცდის გაცდენა საპატიო მიზეზის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდის გაცდენა არასაპატიო მიზეზით მოხდა, სტუდენტს გაუფორმდება გამოცდაში 0 ქულა.
4.2 სტუდენტი ვალდებულია გამოცდის გაცდენის შემთხვევაში გამოცდის დაწყებამდე აცნობოს შესაბამისი ლექტორს ან ფაკულტეტის დეკანს გაცდენის მიზეზი, ხოლო
დამადატურებელი დოკუმენტი წარადგინოს არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში, რათა მოხდეს განხილვა გაცდენის საპატიოდ ჩათვლის შესახებ.
4.3 გამოცდის აღდგენის თაობაზე, სტუდენტის მიერ წარმოდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე გადწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი სასწავლო კურსის განმახორცილებელთან შეთანხმებით.
4.4 საპატიო გაცდენის შემთხვევაში, სტუდენტი ვალდებულია დამატებით გამოცდა ჩააბაროს ადმინისტრაციის მიერ დანიშნულ საგამოცდო კვირაში.
5.5 დაუშვებელია გამოცდის გაცდენა ორჯერ მიუხედავად გაცდენის მიზეზისა. ამ შემთხვევაში, სტუდენტს გაუფორმდება გამოცდაში 0 ქულა.
4.6 FX შეფასების და/ან დასკვნით გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში სტუდენტს ეძლევა გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება განმეორებით გამოცდაზე იმავე სემესტრში, დასკვნითი გამოცდიდან არა ნაკლებ 5 დღეში.

მუხლი 5. გამოცდის შედეგების გასაჩივრება

5.1 ლექტორი ვალდებულია გამოცდის შედეგები სტუდენტებს გააცნოს არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.
5.2 გამოცდის შედეგების გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში სტუდენტს უფლება აქვს წერილობითი სახით (დეკანის სახელზე) გაასაჩივროს საგამოცდო ნაშრომის შეფასება.
5.3 საჩივრის განხილვის მიზნით ფაკულტეტის დეკანი ქმნის კომისიას, (მინიმუმ 3 წევრისგან), რომლის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს შესაბამისი ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალი, მოწვეული სპეციალისტი ან დარგის ექსპერტი.
5.4 კომისია ვალდებულია 2 კვირის ვადაში საფუძვლიანად შეისწავლოს და ობიექტურად განიხილოს სტუდენტის ნაშრომი.
5.5 კომისიას უფლება აქვს დატოვოს იგივე შეფასება, დაწეროს უფრო დაბალი ქულა ან პირიქით.
5.6 კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება
5.7 შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი ვალდებულია სტუდენტების საგამოცდო ნაშრომები დაარქივოს 1 თვით.

მუხლი 6. საბაკალავრო ნაშრომი და მისი აღდგენა/გასაჩივრების პროცედურა

6.1 სტუდენტს უფლება აქვს გადაიტანოს საბაკალავრო ნაშრომის დაცვის თარიღი, რისთვისაც მან წერილობითი ფორმით უნდა მიმართოს შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას ადმინისტრაციას.
6.2 საბაკალავრო ნაშრომის დაცვის ახალ თარიღს აწესებს ადმინისტრაცია შემოდგომის ან ზამთრის სემესტრის დასაწყისში.
6.3 სტუდენტს უფლება აქვს გაასაჩივროს საბაკალავრო ნაშრომის შეფასება შეფასების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში ადმინისტრაციისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით.
6.4 შეტყობინების მიღებიდან გონივრულ ვადაში ადმინისტრაცია ვალდებულია გადაუგზავნოს ნაშრომი ხელმძღვანელს შეფასებისათვის.
6.5 ხელმძღვანელის შეფასება დაემატება საბაკალავრო ნაშრომის დაცვის კომისიის დაჯამებულ ქულებს საბაკალავრო ნაშრომის საბოლოო შეფასების მისაღებად.
6.6 იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი არ დაეთანხმება ხელმძღვანელის ქულას და საბოლოო შეფასებას, სტუდენტს უფლება აქვს შესაბამისი წერილობითი განცხადებით მიმართოს შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას რექტორს. სტუდენტი ვალდებულია განცხადებაში ზუსტად ასახოს და დაასაბუთოს რა საფუძვლების გამო არ ეთანხმება საბაკალავრო ნაშრომის შეფასებას.
6.7 შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას რექტორი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილების ან უარის თქმის შესახებ. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რექტორი ნიშნავს რეცენზენტს, რომლის შეფასების საფუძველზე მიღებული საბაკალავრო ნაშრომის შეფასება საბოლოოა.

მუხლი 7. დასკვნითი დებულებები

7.1. დებულებაში შესული ნებისმიერი სახის ცვლილება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და უნდა დამტკიცდეს ცვლილების ან დამატების სახით.

Contact Information: