ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი (PDF)

უს ჯორჯიას ბიბლიოთეკის დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.1. შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას (შემდგომში უს ჯორჯია) ბიბლიოთეკა უს ჯორჯიას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულია.
1.2. უს ჯორჯიას ბიბლიოთეკის დებულებაში განსაზღვრულია ბიბლიოთეკის მისია, ბიბიოთეკის სტრატეგუული განვითარების გეგმა, ასევე ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი და კომპიუტერული კლასით სარგებლობის წესი (დანართი 1).
1.2. ბიბლიოთეკა თავისი საქმიანობის სფეროში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, უს ჯორჯიას სამართლებრივი აქტებით და წინამდებარე დებულებით.
1.3. ბიბლიოთეკა თავის საქმიანობაში ანგარიშვალდებულია რექტორის და ვიცე რექტორის წინაშე.

მუხლი 2. შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას ბიბლიოთების მისია

2.1. შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას ბიბლიოთეკის მისიაა სწავლების, სწავლისა და კვლევის საჭიროებებისათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რესურსების, მომსახურეობის და კომფორტული გარემოს შექმნა.
2.2. მისიის ეფექტური განხორციელებისათვის ბიბლიოთეკა:
-მუდმივად ზრუნავს ბეჭდური და ელექტრონულ მატარებლებზე არსებული ფონდის შევსება-განახლებაზე;
-უზრუნველყოფს მკითხველისთვის საბიბლიოთეკო რესურსებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობას;
-უზრუნველყოფს მკითხველების ინფორმაციულ ხელმისაწვდომობას საერთაშორისო ელექტრონულ საბიბლიოთეკო ბაზებზე;
-თანამშრომლობს მკითხველებთან რათა სწავლისა და კვლევის პროცესში უზრუნველყოს მათი ინდივიდუალური საჭიროებები;
-საჭიროების შემთხვევაში შესაბამის კონსულტაციას უწევს მკითხველებს
-ზრუნავს ბიბლიოთეკის ფონდისა და ქონების დაცვაზე
2.3. ღირებულებებია განვითარებისკენ სწაფვა, პასუხისმგებლობა, კეთილსინდისიერება, ეფექტური კომუნიკაცია, თანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა.

მუხლი 3. შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას ბიბლიოთეკის ძირითადი ამოცანები

3.1. უს ჯორჯიას ბიბლიოთეკის ძირითადი ამოცანაა უს ჯორჯიაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარების დონის ამაღლება/ხელშეწყობა, სტუდენტებისათვის დახმარების გაწევა სამოქალაქო საზოგადოების ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბების საქმეში.
3.2. უს ჯორჯიას მისიის და მიზნების უზრუნველსაყოფად ბიბლიოთეკა ეფექტურ კოორდინაციაშია უს ჯორჯიას შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან.
3.3. ბიბლიოთეკაში მომხმარებლისათვის სრულყოფილი მომსახურების გასაწევად გამოყოფილია სამკითხველო დარბაზი, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სივრცეები.

მუხლი 4. შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას ბიბლიოთეკის ძირითადი ფუნქციები

4.1. უს ჯორჯიას ბიბლიოთეკის ძირითადი ფუნქციებია:
ა. საბიბლიოთეკო ფონდების ორგანიზება, სისტემატური შევსება ქართული და უცხოური გამოცემებით, მათი დაცვა და მკითხველთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ბ. მონაცემთა ბაზების შექმნა.
გ. საბიბლიოთეკო დარგში ინოვაციური პროცესების დანერგვის ხელშეწყობა;
დ. საბიბლიოთეკო საქმიანობის კოორდინაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე. ზრუნვა საბიბლიოთეკო კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;

მუხლი 5. ბიბლიოთეკის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა

5.1. ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უს ჯორჯიას რექტორი.
5.2. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს საქმიანობის განხორციელებაში ეხმარება ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თანაშემწე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უს ჯორჯიას რექტორი.
5.3. ბიბლიოთეკაში მომხმარებლისათვის სრულყოფილი მომსახურების გასაწევად გამოყოფილია სამკითხველო დარბაზი.
5.4. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ფუნქციები
ა.წარმართავს ბიბლიოთეკის საქმიანობას;
ბ. პასუხს აგებს ბიბლიოთეკის ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე;
გ. ატარებს სათანადო ღონისძიებებს ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის, საბიბლიოთეკო ფონდების დაცვის, თანამშრომელთა და მკითხველთათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;
დ. უზრუნველყოფს მკითხველთა მომსახურებას ბიბლიოთეკის ფონდებით, ელექტრონული კატალოგით და სხვადასახვა სახის ინფორმაციით.
ე. უზრუნველყოფს სტუდენტებისა და პერსონალისათვის საორიენტაციო შეხვედრებისა და კონსულტაციების ჩატარებას ბიბლიოთეკის რესურსებთან და სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების მიზნით;
ვ. უზრუნველყოფს საერთაშორისო ელექტრონულ საბიბლიოთეკო ბაზებთან წვდომას;
ზ. იღებს წიგნებს, უზრუნველყოფს მათ დამუშავებას საბიბლიოთეკო წესის შესაბამისად;
თ. უზრუნველყოფს წიგნების აღრიცხვას ბიბლიოთეკის საინვენტარო წიგნში და ელექტრონულ კატალოგში;
ი. უზრუნველყოფს უს ჯორჯიას მიერ გამოწერილი პერიოდიკის დამუშავებასა და აღრიცხვას;
კ. უზრუნველყოფს უს ჯორჯიას სამკითხველო დარბაზში სათანადო წესრიგის დაცვას;
5.5. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თანაშემწის ფუნქციები
ა. უზრუნველყოფს მკითხველთა მომსახურებას ბიბლიოთეკის ფონდებით, ელექტრონული კატალოგით და სხვადასახვა სახის ინფორმაციით.
ე. უზრუნველყოფს სტუდენტებისა და პერსონალისათვის საორიენტაციო შეხვედრებისა და კონსულტაციების ჩატარებას ბიბლიოთეკის რესურსებთან და სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების მიზნით;
ვ. უზრუნველყოფს საერთაშორისო ელექტრონულ საბიბლიოთეკო ბაზებთან წვდომას;
ზ. იღებს წიგნებს, უზრუნველყოფს მათ დამუშავებას საბიბლიოთეკო წესის შესაბამისად;
თ. უზრუნველყოფს წიგნების აღრიცხვას ბიბლიოთეკის საინვენტარო წიგნში და ელექტრონულ კატალოგში;
ი. უზრუნველყოფს უს ჯორჯიას მიერ გამოწერილი პერიოდიკის დამუშავებასა და აღრიცხვას;
კ. უზრუნველყოფს უს ჯორჯიას სამკითხველო დარბაზში სათანადო წესრიგის დაცვას;
მუხლი 6. ბიბლიოთეკის რესურსი
6.1. ბიბლიოთეკაში განთავსებულია წიგნადი და არაწიგნადი ფონდი – ინფორმაციის აუდიო, ვიდეო და ციფრული ვერსიები.
6.2. ბიბლიოთეკას გააჩნია საჭირო ინვენტარით აღჭურვილი სამკითხველო დარბაზები.
6.3. ბიბლიოთეკაში არსებული რესურსი (წიგნადი და არაწიგნადი ფონდი) შეესაბამება უს ჯორჯიას მიზნებს – უს ჯორჯიას მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
6.4. ბიბლიოთეკის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია სამეცნიერო ელექტორნული ბაზები.
6.5. ბიბლიოთეკას გააჩნია კომპიუტერული რესურსი.
მუხლი 7. დასკვნითი დებულებები
7.1. წინამდებარე დებულება ძალაში შედის უს ჯორჯიას სენატის მიერ დამტკიცებისთანავე და მას არ გააჩნია უკუქცევითი ძალა;
7.2. დებულებაში შესული ნებისმიერი სახის ცვლილება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და უნდა დამტკიცდეს უს ჯორჯიას სენატის მიერ ცვლილების ან დამატების სახით.

დანართი 1
ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1. შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას (შემდგომში – უს ჯორჯიას) ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს უს ჯორჯიაში ბიბლიოთეკით სარგებლობის პროცედურებს, ბიბლიოთეკის ურთიერთდამოკიდებულებას მკითხველებთან, აყალიბებს მკითხველთა მომსახურების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, საბიბლიოთეკო დოკუმენტებთან ხელმისაწვდომობის პირობებს და ბიბლიოთეკაში ქცევის წესებს;
1.2. უს ჯორჯიას ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება აქვთ სტუდენტებს, უს ჯორჯიას თანამშრომლებს, აკადემიურ პერსონალს, უს ჯორჯიას მოწვეულ პირებსა, ადმინისტრაციას და ასევე სხვა სტუმრებს.

მუხლი 2. ბიბლიოთეკის მუშაობის გრაფიკი

2.1. ბიბლიოთეკა განთავსებულია უს ჯორჯიას მფლობელობაში არსებულ ფართში და მუშაობს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 6 დღე, 60 საათი კვირაში;
2.2. ბიბლიოთეკის მუშაობის საათებია – ორშაბათი – შაბათი: დილის 09:00 სთ-დან – 19:00 სთ-მდე;

მუხლი 3. ბიბლიოთეკაში გაწევრიანება

3.1. უს ჯორჯიას ბიბლიოთეკით სარგებლობა შესაძლებელია გაწევრიანების შემდეგ;
3.2. უს ჯორჯიას სტუდენტების ბიბლიოთეკაში გაწევრიანება ხდება საკონტაქტო მონაცემებისა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციაში მოცემული ინფორმაციის ელექტრონულ ბაზაში ასახვით;
3.3. უს ჯორჯიას თანამშრომლების, აკადემიური და მოწვეული პერსონალის, უს ჯორჯიას სხვა სტუმრების რეგისტრირება ხდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და საკონტაქტო მონაცემების (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა) საფუძველზე;
3.4. აბონენტი ვალდებულია შეატყობინოს ბიბლიოთეკას სახელის, გვარის და საკონტაქტო ინფორმაციის შემცველი მონაცემების შეცვლის შემთხვევაში;
3.5. ბიბლიოთეკაში გაწევრიანებისთვის მკითხველი ვალდებულია გაეცნოს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს;

მუხლი 4. მკითხველთა უფლებები, მოვალეობა და პასუხისმგებლობა

4.1. მკითხველს უფლება აქვს დროებით სარგებლობისათვის უფასოდ ისარგებლოს ბიბლიოთეკაში დაცული ნებისმიერი სახის საბიბლიოთეკო დოკუმენტით;
4.2. გააგრძელოს წიგნისა და სხვა სახის დოკუმენტების სარგებლობის ვადა დადგენილი წესით;
4.3. შეუძლია მიიღოს სრული ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია და კონსულტაცია ბიბლიოთეკარისაგან;
4.4. ჩაატაროს ძიება საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენებით (ელექტრონული კატალოგები, ელექტრონული რესურსები);
4.5. ისარგებლოს კომპიუტერითა და ინტერნეტქსელით;
4.6. გადაიღოს ბიბლიოთეკაში არსებული მასალების ქსეროასლები.
4.7. მკითხველი ვალდებულია:
ა. დაიცვას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები;
ბ. გაუფრთხილდეს მასზე გაცემულ საბიბლიოთეკო დოკუმენტს, არ გააკეთოს მასში ჩანიშვნები, არ ამოხიოს ფურცლები და ა.შ.;
გ. დააბრუნოს გაცემული საბიბლიოთეკო დოკუმენტები დადგენილ ვადებში;
დ. არ გაიტანოს ბიბლიოთეკიდან ისეთი საბიბლიოთეკო დოკუმენტი, რომელიც არ არის ჩაწერილი მკითხველის ფორმულიარში, ან არ ექვემდებარება სახლში გაცემას;
ე. წიგნის და სხვა სახის მასალის მიღების შემთხვევაში დაათვალიეროს მისი ფიზიკური მდგომარეობა და დეფექტების აღმოჩენისას აცნობოს ბიბლიოთეკარს;
ვ. საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში აანაზღაუროს ბიბლიოთეკისათვის მიყენებული ზარალი დადგენილი წესის შესაბამისად;
ზ. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ბიბლიოთეკას დაუბრუნოს მასზე გაცემული საბიბლიოთეკო დოკუმენტები;
თ. ბიბლიოთეკის დარბაზში მუშაობისას მკითხველებთან და ბიბლიოთეკარებთან დაიცვას სიწყნარე და ურთიერთობის ეთიკური ნორმები;
ი. პრინტერით, ქსეროქსით, კომპიუტერით სარგებლობისთვის მკითხველი მიმართავს ბიბლიოთეკის თანამშრომელს შესაბამისი მასალის მისაღებად (სასწავლო პროცესში გამოყენებადი მასალა). თუ მკითხველი არ ფლობს პრინტერით, ქსეროქსით, კომპიუტერით სარგებლობის ჩვევებს ბიბლიოთეკარი ვალდებულია აღმოუჩინოს დახმარება.
კ. კომპიუტერით სარგებლობისას დაშვებულია: ტექსტების შეყვანა და რედაქტირება, ინტერნეტით მასალების მოძიება და გადმოწერა, ლიტერატურაზე მუშაობა ელექტრონული ვერსიებით (CD დისკების გამოყენება დასაშვებია ბიბლიოთეკართან შეთანხმებით); ელექტრონული ფოსტით სარგებლობა; უს ჯორჯიას ინტერნეტ გვერდით სარგებლობა; სასწავლო პროგრამებზე მუშაობა და სხვ. მკითხველს შეუძლია ფონდში არსებული ელექტრონული მასალებით სარგებლობა (დაშვებული ამ მასალის ასლის გადაღება).

მუხლი 5.ბიბლიოთეკის ვალდებულება

5.1. ბიბლიოთეკა ვალდებულია:
ა. სისტემატური ინფორმაცია მიაწოდოს მკითხველებს საბიბლიოთეკო და საინფორმაციო–ბიბლიოგრაფიული მომსახურების ფორმებისა და მეთოდების, ასევე საერთაშორისო ელექტრონული საბიბლიოთეკო რესურსებით სარგებლობის შესახებ;
ბ. სრულყოს მომსახურების ფორმები, მიაღწიოს მომსახურების მაღალ კულტურას, მიზანშეწონილად გამოიყენოს კომპიუტერული ტექნოლოგიები;
გ. დაეხმაროს მკითხველს ბიბლიოთეკის საცნობარო აპარატის გამოყენებაში;
დ. ჩაატაროს ღონისძიებები, პოპულარიზაცია გაუწიოს ბიბლიოთეკის რესურსებს;
ე. განახორციელოს სისტემური კონტროლი ფონდების მოძრაობაზე, გამოიყენოს ჯარიმის სანქციები იმ მკითხველთა მიმართ, რომლებიც ზარალს აყენებენ ბიბლიოთეკას.

მუხლი 6. აბონემენტით და დარბაზით სარგებლობის წესები

6.1. წიგნების გაცემა და დაბრუნება:
ა. ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს ელექტრონული კატალოგი, რომელიც განთავსებულია უს ჯორჯიას ვებგვერდზე. აღნიშნულ კატალოგებში საჭირო წიგნის მოძიების შემდეგ მომხმარებელი ავსებს მოთხოვნის ბარათს, რის საფუძველზეც ხდება წიგნის გაცემა;
ბ. წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკას აქვს თითო ეგზემპლარი, გაიცემა მხოლოდ სამკითხველო დარბაზში სარგებლობისათვის ან ქსეროასლების მისაღებად;
გ. ასევე მხოლოდ სამკითხველო დარბაზში სარგებლობისათვის გაიცემა პერიოდული გამოცემები (ჟურნალები, გაზეთები), საცნობარო ლიტერატურა (ენციკლოპედიები, ლექსიკონები), ციფრული ერთეულები (DVD,CD);
დ. ბიბლიოთეკაში სამკითხველო დარბაზებში მოქმედებს წიგნთან თავისუფალი დაშვების წესი;დაუშვებელია ერთი და იგივე დასახელების ერთზე მეტი ეგზემპლარის გაცემა ერთ მომხმარებელზე;
ე. გაცემული ლიტერატურის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ეგზემპლარს;
ვ. ლიტერატურის რაოდენობა სამკითხველო დარბაზში სარგებლობისათვის არ არის შეზღუდული;
ზ. სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურა, რომელიც განკუთვნილია მიმდინარე სემესტრში სტუდენტთა მოხმარებისათვის, გაიცემა მხოლოდ 24 საათით;
თ. სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურის გაცემის ვადა განისაზღვრება 10 დღით. წიგნის გატანის ვადის გახანგრძლივება ხდება მხოლოდ ერთხელ ასევე 10 დღით;
ი. პროფესორ-მასწავლებელთათვის წიგნის გატანის ვადის გახანგრძლივება ხდება ორჯერ _ მაქსიმალური ვადა განისაზღვრება 20 დღით;
კ. გატანილი მასალის ან წიგნის დაბრუნების ვადის დადგომისთანავე (10 დღე). მკითხველი ვალდებულია წიგნი დაუბრუნოს ბიბლიოთეკას ან მოახდინოს ხელახლა ვადის გაგრძელება;
ლ. მკითხველის მიერ წიგნის დაბრუნებისათვის დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ მკითხველზე აღარ მოხდება წიგნის გაცემა;
მ. შესაძლებელია წიგნისა და სხვა მასალების დაჯავშნა;
ნ. წიგნის დაკარგვის შემთხვევაში, მკითხველს შეუძლია წარმოადგინოს იგივე დასახელების ერთეული ან სანაცვლოდ სხვა დასახელების ერთეული ბიბლიოთეკასთან შეთანხმებით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია გადაიხადოს ღირებულება;
ო. უს ჯორჯიასთან ნებისმიერი სახით კონტაქტის გაწყვეტის შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია დააბრუნოს მასზე გაცემული ყველა მასალა. წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე გავრცელდება წიგნის დაკარგვისათვის დებულებით გათვალისწინებული ღონისძიებები.

მუხლი 7. კომპიუტერული კლასით სარგებლობის წესი

7.1. კომპიუტერული კლასი დაკომპლექტებულია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, ინტერნეტით, არსებობს შესაფერისი გარემო მომხმარებლისათვის სრულყოფილი კომპიუტერული მომსახურების გაწევისათვის.
7.2. კომპიუტერულ კლასს ხელმძღვანელობს რეესტრის წარმოებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის სპეციალისტი (საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის დარგში).
3. კომპიუტერული კლასი მუშაობს:
• ორშაბათი – შაბათი – 9:00–19:00
4. კომპიუტერით სარგებლობისას დაშვებულია:
ა) ტექსტის შეყვანა და რედაქტირება;
ბ) ინტერნეტით მასალების მოძიება და გადმოწერა;
გ) ლიტერატურაზე მუშაობა ელექტრონული ვერსიებით;
დ) ელექტრონული ფოსტით სარგებლობა;
ე) სასწავლო პროგრამებზე მუშაობა.

მუხლი 8. დასკვნითი დებულებები

8.1. წინამდებარე წესს ბრძანებით ამტკიცებს უს ჯორჯიას რექტორი.
8.2. წინამდებარე წესში ცვლილების ან/და დამატების შეტანა ხდება უს ჯორჯიას რექტორის ბრძანებით.