ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დებულება

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დებულება (PDF)

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დებულება

მუხლი 1. ფაკულტეტის სტატუსი

1.1. შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას (შემდგომში – უს ჯორჯია) ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (შემდგომში – ფაკულტეტი) არი სუს ჯორჯიას ძირითადი საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული, რომელიც აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის პირობებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების მეშვეობი თუ ზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით და განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებას.
1.2. ფაკულტეტი ანგარიშვალდებულია უს ჯორჯიას რექტორის, სენატის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წინაშე;
1.3. ფაკულტეტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, წინამდებარე დებულებისა დაუს ჯორჯიას სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე;
1.4. ფაკულტეტს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ბეჭედი.

მუხლი 2. ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მისია, სტრატეგია, მიზანი

2.1. ფაკულტეტის მისია
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მისიაა უმაღლესი და საშუალო რგოლის გლობალურად და სტრატეგიულად მოაზროვნე ხელმძღვანელების მომზადება, რომლებსაც ექნებათ მუდმივი ცვლილებების ეპოქაში ეფექტური მართვისა და განვითარების უნარი, რომლებიც შეძლებენ ინოვაციური მენეჯმენტის საფუძველზე სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესის შექმნას, ორიენტირებული იქნებიან საკუთარი კარიერის განვითარებაზე, აღჭურვილი იქნებიან სტრატეგიული აზროვნებით, ლიდერის უნარ-ჩვევებით, ბიზნესის და სახელმწიფო სექტორის სფეროს სტრატეგიული მართვის ანალიტიკური უნარებით, აგრეთვე გლობალური აზროვნებით და ქცევის ნორმებით, რომელიც შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ მორალურ, ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებს. ჩვენი მიზანია ადამიანი-მოქალაქე, რომელიც ისწრაფვის სწავლისა და თვითსრულყოფისკენ მთელი ცხოვრების განმავლობაში, რომელიც ფლობს ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს, კრიტიკულ აზროვნებასა და ფართო თვალსაწიერს, რომელიც თავის თავში აერთიანებს პროფესიონალიზმს, ზნეობრიობას, სოციალურ პასუხისმგებლობას და რომელიც მოთხოვნადია დროში და სივრცეში.

მისიის რეალიზაცია მოხდება:
– სასწავლო პროცესში ბიზნეს ექსპერტების მოწვევის და სტუდენტების კომპანიებში ვიზიტების საშუალებით;
– ბიზნეს ასოციაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმით;
– სასწავლო პროგრამაში ლიდერობისთის საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ინტეგრაციის გზით;
– სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ პროექტებში აქტიური მონაწილეობის გზით;
– სწავლების ხარისხის ამაღლების პროცესის ინვესტირების გზით;
საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება ძირითადი სასწავლო გეგმის გარდა მოიცავს:
– ქართული კომპანიების მენეჯერებისთვის მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების განხორციელებას;
– თეორიული სამეცნიერო კვლევების განხორციელებას;
– ბიზნეს-განათლების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობას პარტიონ უნივერსიტეტებთან;
– საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროგრამის განხორციელებას.
2.2. ფაკულტეტის ძირითადი მიზნებია:
ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობი სუზრუნველყოფა;
ბ) ფაკულტეტის პერსონალისათვის სათანადო პირობების შექმნა სწავლებისა და სამეცნიერო კვლევებისათვის;
გ) სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, უზრუნველყოფა და განვითარება;
დ) უს ჯორჯიას სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება;
ე) საერთაშორისო ბაზრის მზარდი მოთხოვნების შესაბამისი, მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება;
ვ) საერთაშორისო და ეროვნული გამოცდილების შერწყმის გზით მაღალკვალიფიციური საგანმანათლებლო დაკვლევითი საქმიანობის განხორციელება;
ზ) აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა;
თ) მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების მიღების ხელშეწყობა;
ი) სტუდენტთა პროფესიული საქმიანობისათვის პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და განვითარება;
კ) ფაკულტეტის მართვაში სტუდენტთა მონაწილეობის უზრუნველყოფა;
ლ) აკადემიური/მოწვეული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
მ) ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

2.3. ფაკულტეტის სტრატეგიული ამოცანებია:

ა) სტუდენტებისთვის და ფაკულტეტზე დასაქმებული პერსონალისთვის სასწავლო გარემოს შექმნა;
ბ) სტუდენტის ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების შეთავაზება – განხორციელება;
გ) მოქნილი მენეჯმენტის დანერგვა და ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესების მუდმივი მონიტორინგი;
დ) საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი გაუმჯობესებისა და სრულყოფის გზების დასახვა;
ე) მთელი სიცოცხლის მანძილზე უმაღლესი განათლების მიღების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი პროგრამების/კურსების შექმნა და განხორციელება;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის სწავლის შესაფერისი პირობების შექმნა;
ზ) თანამშრომლობა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, ასევე, უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ინტერნაციონალიზაციის მიზნების რეალიზაციისათვის;
თ) სტუდენტებისათვის სწავლისა და დამოუკიდებელი კვლევის ხელსაყრელი პირობების შექმნა;
ი) სამეცნიერო–კვლევით და სასწავლო საგრანტო კონკურსებში აქტიური მონაწილეობა;
კ) თანამედროვე სასწავლო-სამეცნიერო და მეთოდური ლიტერატურის, მათ შორის, პერიოდული სამეცნიერო გამოცემების და ელექტრონულ რესურსებზე წვდომის ხელშეწყობა;
ლ) რეგიონული და საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებაში მონაწილეობა;
მ) სტუდენტთა და სხვა დაინტერესებულ პირთა ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისად კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების კურსების, ტრენინგების უზრუნველყოფა.

მუხლი 3. ფაკულტეტის ფუნქციები

3.1 ფაკულტეტის ფუნქციებია:
ა) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, განვითარება და მათი ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
ბ) სასწავლო, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის განხორციელება;
გ) საგანმანათლებლო პროგრამების მაღალკვალიფიციური აკადემიური/მოწვეული პერსონალით უზრუნველყოფა და მათ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
დ) საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ფაკულტეტზე საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა;
ე) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დახვეწა და მუდმივ განახლებაზე ზრუნვა;
ვ) კურიკულუმის განვითარება და სასწავლო კურსების ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ზ) ობიექტურად სტრუქტურირებული გამოცდის დანერგვა.

მუხლი4. ფაკულტეტის სტრუქტურა

4.1. ფაკულტეტის მართვის ორგანოები /მმართველი სუბიექტებია:

ა) ფაკულტეტის საბჭო;
ბ) დეკანი.

4.2. დამხმარეპერსონალი:

ა) პროგრამის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები.

4.3. ფაკულტეტის შემადგენლობაში შედის:

ა) პროგრამული განვითარებისა და კვლევების ოფისი;
ბ) ბიზნესლაბორატორია;
გ) ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა.

მუხლი 5. ფაკულტეტის საბჭო

5.1. ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის საბჭო (შემდგომში – ფაკულტეტის საბჭო) არის უს ჯორჯიას ძირითადი საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის – ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს ფაკულტეტის აკადემიური საქმიანობის დაგეგმვას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის მხარდაჭერას, საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებისათვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას, მონაწილეობს ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში.

მუხლი 6. ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობა

6.1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეულიპერსონალი დაფაკულტეტის მიერ რეალიზებული პროგრამის/პროგრამების სტუდენტები საბჭოს შემადგენლობის 1/3–ის ოდენობით; ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა არჩევა ხდება 3 წელიწადში ერთხელ ფაკულტეტის სტუდენტების მიერ, პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორია რჩევნების გზით, ფარულიკენჭისყრით. არჩევნების ორგანიზებას უზრუნველყოფს სტუდენტური თვითმმართველობა;
6.2. ფაკულტეტი სსაბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის მიერ წარსადგენი სტუდენტების შერჩევის წესი განისაზღვრება უს ჯორჯიას სტუდენტური თვითმართველობის დებულებით;
6.3. ფაკულტეტის საბჭოს მდივანს ირჩევენ ფაკულტეტის საბჭოს წევრები პირველ სხდომაზე საკუთარი შემადგენლობიდან. მდივნის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მისი შემადგენლობიდან არჩეული პირი.
6.4. გამოცხადებული კონკურსით აკადემიური პერსონალის არჩევის შემთხვევაში ფაკულტეტის საბჭოს ემატება ახალი წევრი, ასეთი გარემოების არსებობისას სტუდენტთა თვითმმართველობის ორგანო წარადგენს ახალ წევრს.

მუხლი 7. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება

7.1. ფაკულტეტის საბჭო:

ა. ანიჭებს კურსდამთავრებულებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს არსებული საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად;
ბ. ფაკულტეტის საბჭო დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს;
გ. განსაკუთრებული დამსახურებისათვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების მიზნით არჩევს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს, რომელსაც საპატიო დოქტორის წოდების მისანიჭებლად წარუდგენს სენატს;
დ. უზრუნველყოფს აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების ასევე პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების სილაბუსებს მომზადებას და განხორციელებას, რომელსაც უს ჯორჯიას ხარისხის უზრუნველყოფი სსამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმების შემდეგ დასამტკიცებლად წარუდგენს სენატს;
ე. ქმნის ფაკულტეტის მუდმივმოქმედ და დროებით კომისიებს და დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორს;
ვ. განიხილავს სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის პროექტებს;
ზ. შეიმუშავებს უს ჯორჯიას ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დასაფინანსებლად კონკურსის პირობებსა და ჩატარების წესებს და დასამტკიცებლად წარუდგენს უს ჯორჯიას რექტორს;
თ. ხელმძღვანელთან ერთად შიმუშავებს ბიზნესლაბორატორიისა და ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის დებულებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სენატს.
ი. თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს აკადემიური, მოწვეული პერსონალისა და სტუდენტების დისციპლინური გადაცდომის საკითხის განხილვაში;
კ. ფაკულტეტზე აკადემიური კონკურსის გამოცხადების საჭიროების თაობაზე მიმართავს რექტორს კონკურსის გამოცხადების შესახებ;
ლ. მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების და მოდიფიცირების, მათი სრულყოფის პროცესში;
მ. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და უს ჯორჯიას სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

მუხლი 8. ფაკულტეტის საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

8.1. ფაკულტეტის საბჭოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდება:
ა. უს ჯორჯიას აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლების, დეკანის შემთხვევაში – დეკანის თანამდებობიდან გათავისუფლებისას ან ამ ფაკულტეტზე სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისას;
ბ. სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ ან გარდაცვლილად ცნობის შემთხვევაში;
გ. მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში.

მუხლი 9. სხდომების ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი

9.1. ფაკულტეტის საბჭოს სხდომას იწვევს ფაკულტეტის დეკანი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მოვალეობის შემსრულებელი, (რომელსაც დეკანის წარდგინების საფუძველზე ნიშნავს რექტორი);
9.2. ფაკულტეტის საბჭოს სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს ფაკულტეტის საბჭოს წევრთა ერთი მესამედის გადაწყვეტილებითაც;
9.3. ფაკულტეტის საბჭო პირველ სხდომაზე ცნობს თავისუფლება მოსილებას;
9.4. ფაკულტეტის საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ სემესტრში ერთხელ;
9.5. ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს ფაკულტეტის დეკანი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, ან ფაკულტეტის საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობით არჩეული პირი;
9.6. ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს ესწრებიან ფაკულტეტის საბჭოს წევრები. ფაკულტეტზე სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ უს ჯორჯიას ადმინისტრაციის და ფაკულტეტის დამხმარე პერსონალი, ასევე სხვა დაინტერესებული პირები;
9.7. დაინტერესებულ პირთა მხრიდან ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, მათი დაშვების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტის საბჭო;
9.8. ფაკულტეტის საბჭოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა, საკითხების გადაწყვეტა ხდება ღია კენჭისყრით, გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ ხმას მისცემს ფაკულტეტის საბჭოს საერთო შემადგენლობის უმრავლესობა. კენჭისყრა შეიძლება ჩატარდეს ფარულად, თუ ამას მხარს დაუჭერს საბჭოს უმრავლესობა;

მუხლი10. ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი

10.1. ფაკულტეტის საბჭოს წევრთა შეკრებისა და სხდომის ჩატარების, აგრეთვე, გადაწყვეტილების მიღების ფაქტზე დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი/არჩეული პირი და სხდომის მდივანი;
10.2. ფაკულტეტის საბჭოს სხდომების ოქმები ინახება ფაკულტეტის დეკანის მიერ არანაკლებ 3 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც გადაეცემა უს ჯორჯიას არქივს.

მუხლი 11. ფაკულტეტის დეკანი

11.1. ფაკულტეტს ხელმძღვანელობს დეკანი, რომელსაც ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის საბჭო.
11.2. ფაკულტეტის დეკანი უზრუნველყოფს ფაკულტეტის გამართულ და წარმატებულ ფუნქციონირებას.
11.3. ფაკულტეტისდეკანი:
ა. უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო საქმიანობის ეფექტურად მიმდინარეობას;
ბ. შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საგანმანათლებლო პროგრამებს, ფაკულტეტის დებულებას;
გ. თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;
დ. ახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს სასწავლო წლის/სემესტრის დასაგეგმად: განსაზღვრავს აკადემიური პერსონალის სასწავლო დატვირთვებს, საშტატო ერთეულების შესაბამისად, მოსაწვევ პერსონალს;
ე. შეიმუშავებს საგანმანათლებლო პროგრამების მოდიფიცირების თაობაზე წინადადებებს;
ვ. ამზადებს სალექციო, შუალედური და დასკვნითი გამოცდების ცხრილებს;
ზ. უზრუნველყოფს გამოცდების ორგანიზებას და სტუდენტთა მოსწრების მონიტორინგს;
თ. ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის სამსახურს აწვდის ინფორმაციას მოწვეული პერსონალის მიერ სემესტრის განმავლობაში ჩატარებული საათების რაოდენობის შესახებ;
ი. უზრუნველყოფს დიპლომების მომზადებას კურსდამთავრებულთათვის გასაცემად. ამზადებს დიპლომების დანართებს;
კ. უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად საკონსულტაციო მომსახურების გაწევას;
ლ. ახორციელებს უს ჯორჯიას დებულებითა და ამდებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

მუხლი 12. ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების შეწყვეტა

12.1. ფაკულტეტის დეკანს უფლებამოსილება შეუწყდება:
ა) პირადი განცხადები სსაფუძველზე;
ბ) გარდაცვალების, სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ ან გარდაცვლილად ცნობის შემთხევაში.
12.2. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების და/ან დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მიმართოს რექტორს დეკანის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
12.3. რექტორს შეუძლია გაათავისუფლოს დეკანი თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მუხლი 13. პროგრამული განვითარებისა და კვლევების ოფისი

13.1. ფაკულტეტზე პროგრამული განვითარებისა და კვლევების უზრუნველყოფიუს მიზნით შექმნილია პროგრამული განვითარებისა და კვლევების ოფისი, რომელიც ასრულებს ბიზნესლაბორატორიისა და ახალგაზრდა ლირედთა სკოლოს დებულებებით გათვალისწინებულ ფუნქციებს.
13.2. პროგრამული განვითარებისა და კვლევების ოფისს ყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უს ჯორჯიას რექტორი.
13.3. პროგრამული განვითარებისა და კვლევების ოფისის ხელმძღვანელის ფუნქციებია:
ა. ფაკულტეტზე კვლევითი პროგრამების შემუშავებისათვის გარემო პირობების შექმნა;
ბ. ფაკულტეტზე კვლევების უზრუნველყოფის მიზნით ბიზლესლაბორატოორის მეშვეობით სამეცნიერო-კვლევით, სამეცნიერო-საპროექტო, საკოორდინაციო და სხვა საქმიანობის ხელშეწყობა;
გ. შეიმუშავებს საინფორმაციო-მეთოდურ, ნორმატიულ და საორგანიზაციო დოკუმენტაციებს;
დ. შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამეცნიერო-კვლევითი და სამეცნიერო-მეთოდური საქმიანობის განხორციელებისათვის;
ე. ამუშავებს წინადადებს კვლევების შედეგების კომერციალიზაციისათვის;
ვ. ახორციელებს უს ჯორჯიას ბიზნესლაბორატორიისა და ახალგაზრდა ლირერთა სკოლის დებულებით განსაძღვრული ფუნქციებს.

მუხლი 131. ბიზნესლაბორატორია

131.1. ფაკულტეტზე კვლევების წარმართვის მიზნით პროგრამის განვითარებისა და კვლევების ოფისის ფარგლებში შექმნილია ბიზნესლაბორატორია;
131.2. ბიზნესლაბორატორია არის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის საგანმანათლებლო და პრაქტიკული მიზნებისთვის შექმნილი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, სამეცნიერო-საპროექტო, საკოორდინაციო და სხვა საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის, უს ჯორჯიას მისიის, სტრატეგიული გეგმისა და ბიზნესლაბორატორიის დებულების საფუძველზე;
131.3. ბიზნესლაბორატორიის მთავარი მიზანია სტუდენტების და აკადემიური პერსონალის შემოქმედებითი უნარების გამოვლენისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა, ამის საფუძველზე უს ჯორჯიას ინტელექტუალური პოტენციალის შევსება და განვითარება, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სტიმულირება, სპეციალისტების მომზადების ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება, მეცნიერებისა და განათლების ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, სტუდენტთა სამეცნიერო კომუნიკაციების განვითარება;
131.4. ბიზნესლაბორატორია ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
ა. მონაწილეობს სამეცნიერო-კვლევითი, საკოორდინაციო, სამეცნიერო-საპროექტო და სხვა სახის საქმიანობების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
ბ. შეიმუშავებს საინფორმაციო-მეთოდურ, ნორმატიულ და საორგანიზაციო დოკუმენტაციებსა და რეკომენდაციებს სამეცნიერო-კვლევითი და სამეცნიერო-მეთოდური საქმიანობის განხორციელებისათვის;
გ. აწარმოებს მეთოდურ და საკონსულტაციო საქმიანობას კვლევით პროცესში მონაწილე ბენეფიციარებისათვის;
დ. ახორციელებს განსახორციელებული კვლევების სამეცნიერო-საორგანიზაციო მხარდაჭერას;
ე. სხვადასხვა თემების კვლევებისთვის ქმნის საპროექტო გუნდებს;
ვ. ამუშავებს წინადადებს კვლევების შედეგების კომერციალიზაციისათვის;
ზ. საინტერესო კვლევების შედეგების საფუძველზე, ორგანიზაციას უკეთებს Startup;
თ. ორგანიზებას უკეთებს აკადემიურ პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას საერთაშორისო, ეროვნულ და რეგიონალურ კონფერენციებში,სემინარებში, დისკუსიებში, მრგვალ მაგიდებში, ფორუმებსა და საგრანტო კონკურსებში;
ი. სწავლობს სხვადასხვა უნივერსიტეტების გამოცდილებას სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მიმართულებით, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით; ეწევა სტუდენტური კონფერენციების, სემინარების, კონკურსებისა და საგრანტო პროექტების მუდმივ მონიტორინგს;
კ. ახორციელებს კვლევითი სამუშაოების ინფორმაციულ უზრუნველყოფას;
ლ. ამზადებს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას ვებპორტალისთვის მასალებს;
მ. ბიზნესლაბორატორიის ეფექტურობის ამაღლების მიზნით ახორციელებს კავშირს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საქართველოს და უცხოეთის სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან;
ნ. ახდენს ღონისძიებების ორგანიზაციას, რომელიც მიმართული იქნება ახალგაზრდა მეცნიერთა პოპულარიზაციისაკენ;
ო. უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა კვლევების შედეგების პუბლიკაციას;
პ. უზრუნველყოფს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მომზადებასა და ჩატარებას;
ჟ. საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში ეკონომიკისა და ბიზნესის თემებზე სადოქტორო დისერტაციების დაცვაზე დასწრების ორგანიზება;
რ. ცნობილ მეცნიერებთან შეხვედრების ორგანიზება;
ს. კონკურსის „საუკეთესო სტუდენტური ნაშრომის“ ორგანიზება და ჩატარება.
131.5. ბიზნესლაბორატორიის მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება ბიზნესლაბორატორიის დებულებით, რომელსაც ხელმძღვანელთან შეთანხემით ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უს ჯორჯიას სენატი.

მუხლი 132. ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა

132.1. პროგრამის განვითარებისა და კვლევების ოფისის ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა არის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის საგანმანათლებლო და პრაქტიკული მიზნებისთვის შექმნილი სკოლა, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლო და პრაქტიკულ საქმიანობას შემდეგი მიმართულებით:
ა. მოზარდების ლიდერული პოტენციალის გამოვლენა;
ბ. მოზარდებში მართველობითი საქმიანობის უნარების და ლიდერობის მოთხოვნილებების ჩამოყალიბება;
გ. მოზარდების მიერ საკუთარი ორგანიზაციული საქმიანობის პოტენციალის ასამაღლებლად საჭირო სპეციფიკური ცოდნის, მეთოდებისა და ფორმების სწავლება;
დ. საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის მოტივაციის ფორმირება;
ე. მოზარდებთან ერთად მათი ლიდერული პოტენციალის რეალიზაციის სფეროს განსაზღვრა;
ვ. მოზარდების მხირად დამოუკიდებლად და სხვა სუბიექტებთან ერთობლივად სხვადასხვა სოციალური პრობლემების გადაწყვეტისთვის მზადყოფნის ფორმირება;
ზ. ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მომავალი სტუდენტთა ბაზის შექმნა.
თ. ბიზნესადმინისტრირების მენეჯერის’’, როგორც პროფესიის პოპულარიზაცია.
ი. საშუალო სკოლის მოსწავლეთა სამეწარმეო განათლების დონის ფორმირება და ამაღლება.
კ. სკოლის დაკავშირება უცხო ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტების და არასამეწარმეო კომერციული პირების ანალოგიური მიზნებისთვის მოქმედ სკოლებთან.
ლ. სოციალური მედიის საშუალებით სკოლის მუშაობის პოპულარიზაცია.
მ. მოსწავლეების პიროვნული განვითარების და პროფესიული ორიენტაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნა.
ნ. კონფერენციების, ოლიმპიადების და კონკურსების ორგანიზების გზით უმაღლესი სასწავლებლი ჯორჯიას ცნობადობის ამაღლება.
132.2. ახალგაზრდა ლირედთა სკოლას ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უს ჯორჯიას რექტორი.
132.3. ახალგაზრდა ლირედთა სკოლის მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება ახალგაზრდა ლირედთა სკოლის დებულებით, რომელსაც ხელმძღვანელთან შეთანხემით ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უს ჯორჯიას სენატი.

მუხლი 133. პროგრამის ხელმძღვანელი

133.1. პროგრამის ხელმძღვანელის ფუნქციები:
ა. პროგრამები შეადგინონ შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიაში მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ. პროგრამების შემუშავებისას იხელმძღვანელონ შპს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯიას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტებით;
გ. პროგრამის შინაარსი და ფორმატი შეათანხმონ უს ჯორჯიას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელთან;
დ. პროგრამა საბოლოო დამუშავებისა და აკადემიური საბჭოსათვის დასამტკიცებლად გადაცემის მიზნით წარადგინონ ფაკულტეტის საბჭოს წინაშე.
ე. პროგრამის შემუშავებისას იხელმძღვანელონ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 14. ფაკულტეტის პერსონალი

14.1. ფაკულტეტზე არსებობს აკადემიური, მოწვეული, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი;
14.2 ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს მიეკუთვნება:
ა) პროფესორი;
ბ) ასოცირებულიპროფესორი;
გ) ასისტენტ-პროფესორი;
დ) ასისტენტი.
14.3. ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის უფლებები და მოვალეობები
14.3.1. აკადემიური პერსონალი უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში ამ დებულების და უს ჯორჯიაში მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;
დ) განახორციელოს ამ დებულებით და უს ჯორჯიაში მოქმედი სამართლებრივი აქტებით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
14.3.2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
ა) დაიცვას უს ჯორჯიას სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნები;
ბ) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;
გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები.
14.4. აკადემიური პერსონალის არჩევის წესი, მათი უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, უს ჯორჯიას დებულებით, უს ჯორჯიას პერსონალის მართვის წესით და სხვასამართლებრივი აქტებით;
14.5. აკადემიური პერსონალი შეიძლება იყოს აფილირებული. აფილირება გულისხმობს, უს ჯორჯიასა და აკადემიური თანამდებობის მქონე პირს შორის წერილობით შეთანხმებას, რომლითაც თითოეული აკადემიური თანამდებობის მქონე პირი განსაზღვრავს თავის აფილირებას მხოლოდ უს ჯორჯიასთან, უს ჯორჯიას სახელით მონაწილეობს საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესებში;
14.6. აფილირებული აკადემიური პერსონალის უფლებამოსილება და სხვა საქმიანობა რეგულირდება უს ჯორჯიას აკადემიური პერსონალის აფილირების წესის და პირობების დოკუმენტის შესაბამისად;
14.7. ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების სწავლის შედეგით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული პერსონალი;
14.7.1. მოწვეული პერსონალი უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში ამ დებულების და უს ჯორჯიაში მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;
დ) განახორციელოს ამ დებულებით და უს ჯორჯიაში მოქმედი სამართლებრივი აქტებით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
14.7.2. მოწვეული პერსონალი ვალდებულია:
ა) დაიცვას უს ჯორჯიას სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნები;
ბ) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;
გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები.

მუხლი 15. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი

15.1. საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს ხელმძღვანელობს ფაკულტეტის აკადემიური/ მოწვეული პერსონალი;
პროგრამის ხელმძღვანელი:
ა) უზრუნველყოფს აკადემიური/მოწვეული პერსონალი სჩართულობას საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივ გაუმჯობესებას, განვითარებას და მოდიფიცირებას;
გ) მონაწილეობს ფაკულტეტის საბჭოზე საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხილვაში დასენატის სხდომაზე საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების დამტკიცების, მოდიფიცირებისპროცესში;
დ) მონაწილეობს კრედიტების თავსებადობის დადგენის პროცესში შესაბამისი ფაკულტეტის პერსონალთან ერთად;
ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ და უს ჯორჯიას სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.

მუხლი 16. დასკვნითი დებულებები

16.1. წინამდებარე დებულებას ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უს ჯორჯიას სენატი;
16.2. დებულებაშიც ვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
16.3. დებულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე;
16.4. წინამდებარე დებულება ძალა სკარგავს ახალი დებულების დამტკიცების შემთხვევაში.

მუხლი 17. ფაკულტეტის ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი

17.1. ფაკულტეტის მთელი ქონება წარმოადგენს უს ჯორჯიას საკუთრებას.
17.2. ფაკულტეტის და ფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს უს ჯორჯიას ბიუჯეტი.

Contact Information: