ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა

ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა

უს ჯორჯიას ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე კვლევებისა და შემდგომი განათლების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია პროგრამული განვითარებისა და კვლევების ოფისი – რომელიც ახორციელებს ბიზნესლაბორატორიის, ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის, ასევე მიზნობრივი, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხილვასა და დამტკიცებისა.

ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა არის კრეატიული, თავისუფალი და ლიდერული აზროვნების პლატფორმა. სკოლის მისიაა – მოსწავლეებში სოციალური აქტივობის ფორმირება, ლიდერული უნარების განვითარება, თვითორგანიზაციის ჩვევების სწავლება, ქართული მეწარმეობის კულტურისა და მენტალობის ფორმირების ხელშეწყობა სამეწარმეო განათლების გზით მყარი წარმოდგენის ჩამოყალიბება მომავალ პროფესიაზე და სწორი და გააზრებული არჩევანის გაკეთებაში დახმარება.

ყველა ადამიანს სჭირდება მოტივაცია. იგი ფსიქოლოგიური პროცესია, რომელიც გვაძლევს გადაწყვეტილებათა მიღების სტიმულს და მოქმედებისაკენ გვიბიძგებს. აღნიშნული პრობლემის აქტუალიზაცია განსაზღვრავს ჟურნალის გამოცემას, მასზე მუშაობას.

ჟურნალზე მუშაობენ ახალგაზრდა სწავლულები, მაძიებლები, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით და შესაძლებლობა ეძლევათ მკითხველთა ფართო აუდიტორიის სამსჯავროზე გამოიტანონ საკუთარი კვლევები თუ მოსაზრებები.

Contact Information: